ლინა ჰორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინა ჰორნი

ლინა ჰორნი 1946 წელს
დაბადების სახელი ლინა მერი კელჰუნ ჰორნი
დაბადების თარიღი 30 ივნისი, 1917
ბრუკლინი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი, 2010 (92 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ბიჭების და გოგონების უმაღლესი სკოლა
საქმიანობა
  • მომღერალი
  • მოცეკვავე
  • მსახიობი
  • აქტივისტი
აქტიური 1933-2000
მეუღლე(ები) ლუის ჯორდან ჯოუნსი (იქ. 1937–44)
ლენი ჰეიტონი (იქ. 1947–71)
შვილ(ებ)ი გეილ ლუმეტ ბაკლი (ქალიშვილი)
ედვინ ჯოუნსი (ვაჟი)
ნათესავები ჯენი ლუმეტი (შვილიშვილი)
ჯეიკ კანაველი (შვილიშვილი)

ლინა მერი კელჰუნ ჰორნი (დ. 30 ივნისი, 1917 — გ. 9 მაისი, 2010) — ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი და სამოქალაქო უფლებების აქტივისტი. ჰორნის კარიერა მთლიანობაში 70 წელს მოიცავს, იგი მონაწილეობას იღებდა ფილმებში, სატელევიზიო გადაცემებსა და თეატრებში. 16 წლის ასაკში, ჰოლივუდში გადასვლამდე, გაწევრიანდა „ბამბის კლუბი“-ს გუნდში, სადაც იგი იყო ღამის კლუბის შემსრულებელი.

1963 წლის აგვისტოს მან განაგრძო ღამის კლუბებსა და სატელევიზიო შოუებში შემსრულებლად მუშაობა, ამის პარალელურად ჰორნი ალბომებს აქვეყნებდა. 1980 წლის მარტს მან დაანონსა რომ მუსიკალურ კარიერას აღარ გააგრძელებდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაიღეს ერთ-ერთ შოუში, „ლენა ჰორნი: ლედი და მისი მუსიკა“-ში, მან შოუს 300 პერფომანსში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით მან მრავალი ჯილდო მიიღო და ხალხისგან აღიარებაც დაიმსახურა. ჰორნი მუსიკების ჩაწერას 1990-იან წლებშიც აგრძელებდა თუმცა 2000 წელს მან ყოველგვარი საქმიანობა შეწყვიტა. გარდაიცვალა 2010 წლის 9 მაისს, 92 წლის ასაკში, გულის უკმარისობით.

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინა ჰორნი 1917 წლის 30 ივნისს ბრუკლინში დაიბადა,[1] იყო ჯონ კელჰუნის ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი ოჯახის ორივე მხარე აფრიკელი ამერიკელი იყო, აფრიკული მშობლიური და ევროპული ამერიკული წარმოშობის ნაზავით, მიეკუთვნებოდნენ საშუალო დონის, კარგად განათლებული ხალხის ზედა ფენას.[2][3] მამამისმა, ედვინ ჰორნიმ (1893-1970)[4][5] ოჯახი მიატოვა და საცხოვრებლად პენსილვანიის შტატში გადავიდა ამ დროს ლინა 3 წლის იყო.[6][7] დედამისი ედნა ლუისი სკოტრონი (1894-1976) გამომგონებლის-სამუელ სკოტრონის შვილიშვილი იყო.[8] იყო მსახიობი, ამის გამო, მას ხშირად უწევდა შავი თეატრის დასთან ერთად მოგზაურობა. ჰორნი ძირითადად ბებიის და ბაბუის, კორა კელჰუნის და ედვინ ჰორნის მიერ გაიზარდა.

5 წლის ასაკში ჰორნი ჯორჯიის შტატში გაგზავნეს საცხოვრებლად.[9] წლების განმავლობაში ხშირად მოგზაურობდა დედასთან ერთად.[10] 1927 წლიდან 1929 წლამდე იგი ბიძამისთან, ფრენკ ჰორნისთან ერთად ცხოვრობდა, იგი მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტის, ფრანკლინ დელანო რუზველტის მრჩეველი გახდა.[11] ამის შემდეგ, იგი დედასთან ერთად ატლანტას შტატში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა 12 წლის ასაკში ნიუ-იორკში დაბრუნდნენ. სწავლობდა ბრუკლინში, „გოგონების უმაღლეს სკოლა“-ში, სკოლა ახლა „ბიჭების და გოგონების უმაღლესი სკოლის“ სახელს ატარებს. მან სწავლა დიპლომის აღებამდე შეწყვიტა. 18 წლის ასაკში საცხოვრებლად მამის სახლში გადავიდა, მან იქ თითქმის 5 წელი დაჰყო, ამ პერიოდში მან ბილი სტრეიჰორნისგან და ბილი ექსტაინისგან ბევრი რამ ისწავლა მუსიკის სფეროში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორნი თავის 80 წლის დაბადების დღის წვეულებაზე, 1997

ლენა ჰორნი 1937 წლის იანვარს ლუის ჯორდან ჯოუნსზე დაქორწინდა,[12][13] წყვილს ამავე წლის 21 დეკემბერს, ქალიშვილი გეილ ლუმეტ ბაკლი (მწერალი) ეყოლათ, ხოლო მოგვიანებით ვაჟი ედვინ ჯოუნსი (7 თებერვალი, 194012 სექტემბერი, 1970), რომელიც თირკმლების დაავადებით გარდაიცვალა. ჰორნი და ჯოუნსი 1940 წელს დაშორდნენ, 1944 წელს კი საბოლოოდ განქორწინდნენ. ჰორნი მოგვიანებით მუსიკალურ დირექტორზე, ლენი ჰეიტონზე დაქორწინდა, ისინი 1960-იან წლებში დაშორდნენ, თუმცა არასდროს განქორწინებულან. ჰეიტონი 1971 წელს გარდაიცვალა.[14] 1980 წლის მაისში ჰორნიმ ინტერვიუერთან თქვა რომ იგი ლენიზე, ჰეიტონის კარიერული წინსვლისთვის დაქორწინდა.[15]

ჰორნის საქმიანი ურთიერთობა ორსონ უელსისთან, არტი შოუსთან, ვინსენტ მინელისთან და პროფესიონალ ბოქსერთან ჯო ლუისისთან ჰქონდა.

ჰორნის ჯაზის კომპოზიტორთან, ბილი სტრეიჰორთან ახლო და გრძელი ურთიერთობა ჰქონდა, ლენიმ ერთხელ თქვა რომ იგი მასზე დაქორწინდებოდა, ბილი რომ ჰეტეროსექსუალი ყოფილიყო.[16] სცენარის ავტორი ჯენი ლუმეტი ჰორნის შვილიშვილია. იგი ასევე მისი მეორე შვილიშვილის, ემი ლუმეტის 4 შვილის დიდი ბებიაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „About the Performer“. American Masters. Lena Horne: In Her Own Words. May 14, 2010. PBS. ციტირების თარიღი: December 18, 2011.
  2. William Ruhlmann. (2008)Artist: Lena Horne Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: August 10, 2008.
  3. „Lena Horne, entertainer, died on May 9th, aged 92“. The Economist. May 20, 2010. ციტირების თარიღი: June 30, 2017.
  4. Lena Horne Bio – Lena Horne Career. MTV Artists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-31. ციტირების თარიღი: 2020-03-25.
  5. McLellan, Dennis; Nelson, Valerie J. (May 10, 2010). „Lena Horne dies at 92; singer and civil rights activist who broke barriers“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 14, 2010. ციტირების თარიღი: May 10, 2010.
  6. Kalson, Sally (May 11, 2010). „Lena Horne came to Pittsburgh, then left to find stardom“. Pittsburgh Post-Gazette. ციტირების თარიღი: June 30, 2017.
  7. Brewer, John M. (2007). Pittsburgh Jazz. Arcadia Publishing, გვ. 14. ISBN 978-0-7385-4980-4. 
  8. "Ancestors & Descendants of Lena Mary Calhoun Horne". The Family Forest.
  9. Lena Horne on Tonight Show 1982 – Part 1. NBC/YouTube (1982). ციტირების თარიღი: May 10, 2010.
  10. Cason, Caroline. (November 15, 2013) Lena Horne. New Georgia Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 18, 2012. ციტირების თარიღი: June 30, 2017.
  11. Augustus F. Hawkins (November 18, 1992). Black Leadership in Los Angeles: Tape Number: II, Side Two. transcript with Clyde Woods. pp. 66–67. http://content.cdlib.org/xtf/view?docId=hb858011v4&brand=calisphere&doc.view=entire_text. წაკითხვის თარიღი: January 8, 2009.
  12. Lena Horne – Found Romance and Children In Pittsburgh on Her Way to Super Stardom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 11 July 2018.
  13. Imani Davy. (26 February 2015) Black History Month Tribute to Lena Horne: The Actress and Activist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 11 July 2018.
  14. „Lena Horne Obituary“. The Daily Telegraph. May 10, 2010. ციტირების თარიღი: June 30, 2017.
  15. „Ebony Interview: Lena Horne“. Ebony: 38–50. May 1980.
  16. Hajdu, David (June 26, 1997). Lush Life: A Biography of Billy Strayhorn. New York: North Point Press, გვ. 95. ISBN 978-0865475120.