ჯო ლუისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯო ლუისი
Boxing pictogram2.svg
Joe Louis by van Vechten.jpg
ჯო ლუისი 1941 წელს
საერთო ინფორმაცია
დაიბადა 13 მაისი 1914
ლაფაიეტი, ალაბამა, აშშ
გარდაიცვალა 12 აპრილი 1981
ლას-ვეგასი, აშშ
სიმაღლე 1.88 სმ

ჯოზეფ ლუის ბეროუ (ინგლ. Joseph Louis Barrow; ცნობილი, როგორც Joe Louis ინგლ. Joe Louis; დ. 13 მაისი 1914, ლაფაიეტი, ალაბამა, აშშ, — გ. 12 აპრილი 1981, ლას-ვეგასი, აშშ) — ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმეწონოსანთა კატეგორიაში.

ჟურნალ „რინგი“-ის ვერსიით „წლის მოკრივის“ ტიტულის ოთხგზის მფლობელი: 1936, 1938, 1939, 1941.[1] 2003 წლის ჟურნალმა „რინგი“ ჯო ლუისი მსოფლიოს ნომერ პირველ პანჩერად აღიარა.[2]

ჯო ლუისი დაიბადა 1914 წლის 13 მაისს ალაბამას შტატის ქალაქ ლაფაიეტში (აშშ). მისი მამა მუშაობდა ბამბის პლანტაციში, ოჯახი მუდმივად სიღარიბეში ცხოვრობდა. 1924 წელს ჯო ლუისის ოჯახი დეტროიტში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯომ მამამისთან ერთად, ფორდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 

1934 წლამდე ლუისი მოყვარულთა ტურნირებზე ასპარეზობდა. 1936 წელს მან პროფესიონალი მოკრივის ლიცენზია მიიღო. დეტროიტში ჩამოსვლიდან 10 წლის შემდეგ, ჯო ლუისმა მძიმეწონოსან მოყვარულთა კატეგორიის ოქროს ხელთათმანის მოგება მოახერხა, რამაც პროფესიონალთა კრივისკენ გაუხსნა გზა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]