შინაარსზე გადასვლა

ლიბორ ჰრდლიჩკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბორ ჰრდლიჩკა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლიბორ ჰრდლიჩკა
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1986 (1986-01-02) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 1.91 მ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
ინტერი ბრატისლავა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005 ინტერი ბრატისლავა (0)
2005–2009 ბრნო 2 (0)
2010–2012 რუჟომბეროკი 66 (0)
2013–2015 მეტალურგი ზაპოროჟიე 25 (0)
2015–2016 დინამო თბილისი 31 (0)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 სლოვაკეთი 18 წლ. 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 ივლისი, 2016
ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ შემადგენლობაში

ლიბორ ჰრდლიჩკა (სლოვაკ. Libor Hrdlička; დ. 2 იანვარი, 1986, ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე. 2015 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან სეზონნახევარი იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.

ჰრდლიჩკა ბრატისლავის „ინტერის“ აღზრდილია, 2005 წელს ამავე კლუბში დაიწყო პროფესიონალური კარიერა. 2005 წლის ზაფხულში გადავიდა ჩეხურ „ბრნოში“, სადაც 2009 წლის ბოლომდე ითამაშა. 2010 წლის იანვრიდან შეუერთდა სლოვაკურ „რუჟომბეროკს“, სადაც ორნახევარი სეზონის განმავლობაში იყო ძირითადი მეკარე. 2012 წლის ოქტომბერში კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 2013 წლის მარტში გადავიდა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“.[1] უკრაინის პრემიერ-ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2013 წლის 15 მარტს, ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ ფრედ დამთავრებულ მატჩში (1:1),[2] რის შემდეგაც გუნდის ძირითადი მეკარე გახდა.

2015 წლის 1 იანვრიდან სლოვაკი მეკარე თბილისის „დინამოს“ შეუერთდა.[3][4] 2014-2015 წლების სეზონის მეორე ნახევარში 10 მატჩი ჩაატარა, ხოლო 2015-2016 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშა 21 მატჩი, თასზე 5, ხოლო ევროპის ლიგის გათამაშებაში 2 მატჩი „გაბალას“ წინააღმდეგ,

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]