ლექეთი
ლექეთი, ლექართი (აზერ. Ləkit, რუს. Лекит) — უძველესი პუნქტი ისტორიულ ჰერეთში, ახლანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში (საინგილო). მდებარეობს ქ. კახიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრის დაშორებით. მოსახლეობის რაოდენობა — 1510 კაცი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი „ლექართი“ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვანაირადაა მოხსენებული. ქართულ წყაროებში მოხსენებულია - ლექართი ანუ ლექეთი (ზ.ედილი, ა.ჩხენკელი, მ. დუმბაძე და სხვ.) რუსულ წყაროებში - лекит ლექით (И. Д. Барановский, М.А Казиев და სხვ.) Лякит ლიაქით - (А.С. Хаханов, К. В. Тревер) და სხვ.
სახელწოდება „ლექართი“ ქართული წარმოშობისაა. ამ სიტყვის სუფიქსი — „ლე“ მეგრულ-სვანური წარმოშობისაა და ქართულ „სა“-ს უდრის, ხოლო ფუძე — „ქართი“, ქართველური სატომო სახელია, რომელიც მეგრულში თბილისის აღმნიშვნელად გამოიყენება. საიდანაც მომდინარეობს „სა-ქართ-ველო“ „ადგილი, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ქართველებით დასახლებული ქვეყანა“[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1310 წელს ლექართის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე გათხარეს და შეისწავლეს ქრისტიანული წმინდა ნინოს ტაძარი, ტეტრაკონქი (VII-IX სს.). ვარაუდობენ, რომ აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. 1607 წელს ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა სოფელი ლექეთი დაუმტკიცა ელისუს სულთანს ალი-სულთან ბეგს.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 203.
- მარჯანიშვილი გ. ჰერეთი, თბ., 2005, გვ. 26-31
- პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
- ედილი ზ. საინგილო. თბ., 1947. გვ. 156-158
- ადამია ი.,„ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 19 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 47-59
- მარჯანიშვილი გ.,„ ორი ნაკლებად ცნობილი ძეგლი ისტორიული ჰერეთიდან“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 67 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984 წელი. — გვ. 16-21
- Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჩიქობავა ა., ენათმეცნიერების შესავალი, თბ. 1952 წ., გვ. 203
- ↑ ჯანაშვილი მ., „საინგილო“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 84.