ლეკთარეში
იერსახე
ლეკთარეში | |
---|---|
სხვა სახელი | დევაში |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
სათავე |
ეგრისის ქედი 42°42′53″ ჩ. გ. 42°33′53″ ა. გ. / 42.714806° ჩ. გ. 42.564806° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2420 მ |
შესართავი |
ცხენისწყალი 42°46′31″ ჩ. გ. 42°43′33″ ა. გ. / 42.775444° ჩ. გ. 42.725972° ა. გ. |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 69,6 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,79 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლეკთარეში, დევაში — მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2420 მ სიმაღლეზე. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 69,6 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულსა და შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 2,79 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 6, გვ. 163, თბ., 1983