შინაარსზე გადასვლა

ლევერკუზენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლევერკუზენი
Leverkusen
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია
კოორდინატები 51°02′00″ ჩ. გ. 6°59′00″ ა. გ. / 51.03333° ჩ. გ. 6.98333° ა. გ. / 51.03333; 6.98333
მმართველი უვე რიხრატი[1] და Ludwig Simon
დაარსდა 1930
ფართობი 78,87 კმ²
ცენტრის სიმაღლე 60 მეტრი, 61 მეტრი, 52 მეტრი
მოსახლეობა 168581 კაცი (2024)
სიმჭიდროვე 2137 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0214
საფოსტო ინდექსი 51368–51381
საავტომობილო კოდი LEV
ოფიციალური საიტი https://www.leverkusen.de/
ლევერკუზენი — გერმანია
ლევერკუზენი

ლევერკუზენი (გერმ. Leverkusen) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე,მდინარე ვუპერის შესართავთან, დუნის ხეობაში. სამხრეთით ესაზღვრება კიოლნი, ჩრდილოეთით კი ფედერალური მხარის დედაქალაქი დიუსელდორფი. 168581 მცხოვრებით, ლევერკუზენი მხარის ქალაქებს შორის მე-19 ადგილზეა.

ცნობილია ფარმაცევტული კომპანია Bayer-ით და მასთან დაკავშირებული საფეხბურთო კლუბ ბაიერ 04-ით. ასევე განვითარებულია მეტალურგია, მანქანათმშენებლობა და ტექსტილის ინდუსტრია. მორსბროხის სასახლეში მოქმედებს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ქალაქში ბევრი პარკი და ღია სივრცეა.

ლევერკუზენის ისტორია XII საუკუნიდან არის ცნობილი, მაგრამ XIX საუკუნის ჩათვლით ეს არეალი სასოფლო დასახლებებად რჩებოდა. ქალაქი შეიქმნა 1930 წელს, როდესაც დასახლება ვისდორფს შეუერთდა სოფლები შლებუში, რაინდორფი და შტაინბუხელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.leverkusen.de/rathaus/politik-verwaltung/oberbuergermeister
  2. Twin towns. www.ouka.fi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 2009-11-07.