შინაარსზე გადასვლა

ლაურისილვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკარონეზიის ლაურისილვას რეგიონი

მადეირას დაფნისებრთა ტყეები
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები პორტუგალიის დროშა პორტუგალია | ქვეყნის დროშა2 | name = პორტუგალიის დროშა პორტუგალია | variant = | size =

}}
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 934
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 934
ინგლ.რუს.ფრ.

ლაურისილვა (ესპ. Laurisilva - დაფნის ტყე) — სუბტროპიკული ტყე, რომელიც გავრცელებულია მაღალი ტენიანობის, შედარებით სტაბილური ტემპერატურის არეალებში. ხასიათდება დაფნისებრი მცენარეების გავრცელებით, რომლებიც მარადმწვანეა და ფოთოლპრიალა.

ესპანურ ენაში სიტყვა „laurisilva" ყველა სახის დაფნისებრთა ტყის აღსანიშნავად გამოიყენება. ტყის ეს სახეობა პრაქტიკულად ენდემურია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრიკის სანაპიროსთან მდებარე მაკარონეზიის კუნძულებისათვის, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მადეირას კუნძულებს, კაბო-ვერდეს, აზორისა და კანარის კუნძულებს.

მაკარონეზიის ლაურისილვას რეგიონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკარონეზიის კუნძულებზე დაფნისებრთა ტყეები ზღვის დონიდან 400 - 1200 მეტრზეა გავრცელებული. მოიცავს დაფნისებრთა სახეობებს - Apollonias, Ocotea, Persea, Clethra, Dracaena, Picconia.

ტყეები შედგება 40 მ და მეტი სიმაღლის მარადმწვანე, მაგარმერქნიანი ხეებისგან. მათი უმრავლესობა კუნძულებისათვის ენდემურია.

1999 წელს, იუნესკომ მადეირას კუნძულებზე მდებარე დაფნის ტყეები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: