შინაარსზე გადასვლა

მაფრის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაფრის სამეფო შენობები — მაფრის სასახლე
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი National Monument of Portugal და მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები პორტუგალიის დროშა პორტუგალია | ქვეყნის დროშა2 | name = პორტუგალიის დროშა პორტუგალია | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
რეგიონი აზია
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2019  (43-ე სესია)
ნომერი 1573
Map
http://www.palaciomafra.pt
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1573
ინგლ.რუს.ფრ.

მაფრის სასახლე (პორტ. Palácio Nacional de Mafra) — ბაროკოსა და ნეოკლასიციზმის არქიტექტურული სტილით აგებული სასახლე-მონასტერი პორტუგალიაში. მდებარეობს ლისაბონიდან 28 კილომეტრში, ქალაქ მაფრაში. ნაგებობა ყველაზე დიდი სასახლეა პორტუგალიაში და აგებულია მეფე ჟუან V-ისა და მისი ცოლის ანა ავსტრიელისათვის. მშენებლობა მიმდინარეობდა 1717 წლიდან 1730 წლამდე, იტალიელების, პორტუგალიელებისა და გერმანელების მეთვალყურეობით. პროექტის ავტორია პორტუგალიელი არქიტექტორი ჟოან ფრედერიკო ლიუდოვიჩე. სასახლის ანსამბლის შემადგენლობაში შედის ბაზილიკა, სამეფო ბიბლიოთეკა და ფრანცისკანული მონასტერი. ნაპოლეონის ომების დროს სასახლეში განთავსებული იყო ჯერ ჟან ანდოშ ჟიუნოს, ხოლო შემდეგ ართურ უელსლი ველინგტონის შტაბი. 1910 წლის 5 ოქტომბერს, პორტუგალიაში სამეფო ხელისუფლების დაცემის შემდეგ, მთელი კომპლექსი გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად. თუმცა ნაგებობის ნაწილი დაიკავეს სამხედროებმა და დახურულია საზოგადოებისათვის. 2007 წლის ოქტომბერში სასახლეში გაიმართა ევროკავშირის XX სამიტი.

2019 წელს მაფრის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]