შინაარსზე გადასვლა

სარკოფაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიდონის სარკოფაგი.

სარკოფაგი — კუბო, მცირე აკლდამა ძველ ხალხებში; განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ. ეგვიპტური, ეტრუსკული, ელინისტური, ძველი რომაული, ადრინდელი და შუა საუკუნეების სარკოფაგები. ხშირად ამკობდნენ რელიეფებითა და არქიტექტურული დეკორით. ანტიკური ეპოქის სარკოფაგების ტიპი ვითარდებოდა რენესანსისა და ბაროკოს ეპოქაში.