კურტ კოფკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურტ კოფკა
დაბ. თარიღი 18 მარტი 1886(1886-03-18)[1] [2]
დაბ. ადგილი ბერლინი[3]
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი 1941(1941-11-22)[3] [1] [2] (55 წელი)
გარდ. ადგილი ნორტჰემფტონი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო ფსიქოლოგია
მუშაობის ადგილი გისენის უნივერსიტეტი და სმითის კოლეჯი
ალმა-მატერი ვილჰელმის სამეფო გიმნაზია, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ედინბურგის უნივერსიტეტი

კურტ კოფკა (გერმ. Kurt Koffka; დ. 18 მარტი, 1886, ბერლინი — გ. 22 ნოემბერი, 1941, ნორტჰემპტონი) — გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი. მაქს ვერთჰაიმერსა და ვოლფგანგ კელერთან ერთად ითვლება გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთ შემქნელად. ამავე დროს თანამშრომლობდა ვიგოტსკის წრის საბჭოთა მკვლევარებთან, რომლებთანაც აკავშირებდა პირადი ნაცნობობა და ერთბლივ კვლევით პროექტებში მონაწილეობა. მისი შრომები არაერთხელ იქნა გამოქვეყნებული რუსულ ენაზე 1920-1930-იან წლებში.

დაიბადა ბერლინში, იურისტ ემილ კოფკასა და ლუიზა ლევის ოჯახში. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში კარლ შტუმპფთან, 1909 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. შემდგომში წელიწადი სწავლობდა შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ფრანკფურტის უნივერსიტეტში; 1911 წელს გახდა ქალაქ გისენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, სადაც კელერთან ერთად მონაწილეობდა ვერტჰაიმერის ექსპერიმენტებში, რომლებიც მოძრაობის აღქმის საკითხებს სწავლობდნენ. 1918 წელს გახდა უნივერსიტეტის პროფესორი და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1924 წლამდე. 1921 წელს ვერტჰაიმერსა და კელერთან ერთად დააარსა ჟურნალი „Psychologische Forschung“ (ფსიქოლოგიური გამოკვლევა).

1924 წლიდან მუშაობდა ამერიკის უნივერსიტეტებში, იყო კორნელის, ჩიკაგოსა და უისკონსინის უნივერსიტეტების პროფესორი. 1927 წელს დაიკავა პროფესორის თანამდებობა სმიტის კოლეჯში (ნორტჰემპტონი). 1932 წელს (გაზაფხული-ზაფხული) მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ლურიას შუა აზიის ექსპედიციაში. 1939 წლიდან კურტ კოფკა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია.

ნაშრომში „ფსიქიკური განვითარების საფუძვლები“ გამოიყენა გეშტალტ-ფსიქოლოგიის მეთოდები ბავშვის ფსიქიკური განვითარების შესწავლისათვის. კოფკას მთავარი შრომაა „გეშტალტ-ფსიქოლოგიის პრინციპები“ (1935).

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Zur Analyse der Vorstellungen und ihrer Gesetze, 1912
  • Die Grundlagen der psychischen Entwicklung, 1921
  • Perception: An Introduction to the Gestalt Theory, 1922 - სტატია ჟურნალში „Psychological Bulletin”, № 19.
  • Principles of Gestalt Psychology, 1935).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]