კოპაონიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოპაონიკი
Pančićev vrh during winter.jpg
კოორდინატები: 43°16′09″ ჩ. გ. 20°49′21″ ა. გ. / 43.26917° ჩ. გ. 20.82250° ა. გ. / 43.26917; 20.82250
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
უმაღლესი წერტილი პანჩიჩის პიკი
სიმაღლე 2017 
სიგრძე 83 კმ
სიგანე 63 კმ
კოპაონიკი — სერბეთი
კოპაონიკი

კოპაონიკი (სერბ. Копаоник, ალბ. Kopaoniku) — ერთ-ერთი უდიდესი ქედი სერბეთში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. მისი უმაღლესი მწვერვალია პანჩიჩის პიკი, რომელიც ზღვის დონიდან 2017 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

კოპაონიკი სერბეთის უმთავრესი სამთო-სათხილამურო კურორტია, 25 საბაგირო გზით რომელთაც საათში 32 000 მოთხილამურის გადაყვანა შეუძლიათ[1][2]. 1981 წელს კოპაონიკის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, 118.1 კმ² ტერიტორიაზე ეროვნული პარკი შეიქმნა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტოდიეს ტაძარი

კოპაონიკს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია[3]. შუა საუკუნეებში ეს ტერიტორია სამთო მრეწველობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, რომლის მაღაროებში საქსები მუშაობდნენ. ამ პერიოდში ინტენსიური ვაჭრობა მიმდინარეობდა რაგუზასთან (დუბროვნიკი).

გარდა ისეთი ძველი ეკლესია-მონასტრებისა როგორებიცაა, ჯურჯევი-სტუპოვი, სტუდენიცის მონასტერი, სოპოჩანის მონასტერი და გრადაცის მონასტერი, აქ აგრეთვე არის სერბული დინასტიების მიერ აგებული რამდენიმე ადრეული და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. უახლოესი შუა საუკუნეების სერბული ციხესიმაგრეა მაგლიჩი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპაონიკის ფლორა ხასიათდება დიდი ოდენობის ავტოქთონური მცენარეთა სახეობებით (ბალკანური წიფელი, სოჭი, ნაძვი, ურთხელი, რამდენიმე სახეობის ნეკერჩხალი, ფიჭვი და მუხა). ცხოველთა სამყაროც ასევე მრავალფეროვანია, მაგრამ მათი კონცენტრაცია საცხოვრებელი გარემოს მიხედვით იცვლება.

ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპაონიკის ეროვნული პარკი 1981 წელს შეიქმნა. პარკის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს ფართოფოთლოვანი და ადგილობრივი წიწვოვანი ტყეები წარმოადგენს. კაპაონიკში მრავალი სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათ შორის კაკაბი, წყრომი, ღაჟო და ტყის ტოროლა. პარკისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ტყის ჩეხვის შედეგად გამოწვეული ნიადაგის ეროზია.

ეროვნული პარკი შედარებით მოსწორებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 1700 მეტრ სიმაღლეზე. ამ ცენტრალურ კოპაონიკის პლატოს სუვო-რუდიშტეს ეძახიან. ის გარშემო შემოსაზღვრულია მწვერვალებით. ამ პლატოს ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით გადაჭიმულია ბანისკი-კაპაონიკი, სადაც მდებარეობს კურორტი იოშანიჩკა-ბანია, რომელიც განთქმულია თავისი თერმული წყაროებით, რომელთა ტემპერატურაც 88°C აღწევს. უშუალოდ სუვო-რუდიშტეს პლატოს ქვემოთ იწყება მდინარე სამოკოვსკის მიმზიდველი და ულამაზესი ხეობა, რომელიც გამორჩეულია ჩანჩქერებითა და კანიონებით. კოპაონიკში წლის განმავლობაში 200 დღე მზიანია, ხოლო 160 თოვლიანი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ბრიტანული სარეკლამო რგოლი კოპაონიკის შესახებ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kopaonik. Skijanje.hr. წაკითხვის თარიღი: 2013-09-16.
  2. Turistički centar Kopaonik. Tckopaonik.com. წაკითხვის თარიღი: 2013-09-16.
  3. [1] დაარქივებული ნოემბერი 6, 2011 საიტზე Wayback Machine
  4. Turistički centar Kopaonik. Tckopaonik.com. წაკითხვის თარიღი: 2013-09-16.