ღაჟო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღაჟო

რუხი ღაჟო (Lanius excubitor)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lanius (Linnaeus, 1758)

ღაჟო[1] (ლათ. Lanius) — ფრინველთა გვარი ღაჟოსებრთა ოჯახისა. თავი დიდი აქვთ. ნისკარტი ბოლოში მოკაუჭებულია, ხოლო მანამდე აქვს კბილები. კუდი გრძელია. ფერად ძირითადად რუხები არიან, თეთრის ან შავის შეხამებით, იშვიათად წითურის. დედალი და მამალი სხვადასხვაგვარად არიან შეფერილნი. ცნობილია 30-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ერთიან (უწყვეტ) ტყეებს მორიდებულნი, ღაჟოები ძირითადად ტყეტუნდრაში, ტყისპირებში, ველობებზე, სტეპებში ან ისეთ უდაბნოებში გვხვდება, სადაც ბუჩქნარი ან ცალკეული ხეებია გაზრდილი. ბუდეს ბუჩქებში, ხშირად ეკლებში ან ხეებზე იკეთებს. დედალი დებს 4–6 კვერცხს. იკვებებიან მწერებით, მღრღნელებით, წვრილ ფრინველთა ბარტყებითაც კი.

საქართველოში ბუდობს 3 (კავკასიური ღაჟო, შავშუბლა ღაჟო და წითელთავა ღაჟო) და ზამთრობს ერთი (რუხი ღაჟო) სახეობა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 160, 208.
  2. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 583.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღაჟო&oldid=3884732“-დან