შინაარსზე გადასვლა

კონოტოპის ბრძოლა (1659)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონოტოპის ბრძოლა
რუსეთ-პოლონეთის ომის ნაწილი
თარიღი 29 ივნისი, 1659
მდებარეობა კონოტოპი, უკრაინა
51°13′21″N 33°09′31″E / 51.2224° ჩ. გ. 33.1585° ა. გ. / 51.2224; 33.1585კოორდინატები: 51°13′21″N 33°09′31″E / 51.2224° ჩ. გ. 33.1585° ა. გ. / 51.2224; 33.1585
მხარეები
ყირიმის სახანო
ივან ვიჰოვსკის კაზაკები
სერბი, მოლდოველი და გერმანელი დაქირავებული მებრძოლები
რუსეთის სამეფო
ივან ბეზპალის კაზაკები
მეთაურები
მეჰმედ IV გირეი
ივან ვიჰოვსკი
ივან ბოჰუნი
ჰრიჰორი ჰულიანიცკი
სტეპან ჰულიანიცკი
ალექსეი ტრუბეცკოი
სიმიონ პოჟარსკი Executed
სიმიონ ლვოვი
ივან ბეზპალი
ძალები
30 000–35 000 ყირიმელი თათარი[1][2]
16 000 კაზაკი[3][4]
1500—3000 დაქირავებული[5]
4 000 გარნიზონი კონოტოპში[6][7][8]
28 600 რუსი[1][9][10][11]
6 660 კაზაკი[4][6][12][13]
დანაკარგები
3 000–6 000 ყირიმელი თათარი[14]
4 000 კაზაკი[15]
ოფიციალური რუსული მონაცემები:
4 769 რუსი[11][16][17]

2 000 კაზაკი[13][18]

კონოტოპის ბრძოლა ვიკისაწყობში

კონოტოპის ბრძოლა ან სოსნივკას ბრძოლა — ბრძოლა კოალიციასა, რომელსაც[19] ხელმძღვანელობდა უკრაინელი კაზაკების ჰეტმანი ივან ვიჰოვსკი და რუსეთის სამეფოს[6] სამხედრო დანაყოფებს შორის, რომლებსაც მეტაურობდნენ სიმიონ პოჟარსკი და სიმიონ ლვოვი, მათ მხარს უჭერდნენ ივან ბეზპალის კაზაკები.[20] 1659 წლის 29 ივნისს, ქალაქ კონოტოპთან, უკრაინა, რუსეთ-პოლონეთის ომის დროს (1654–1667). ვიჰოვსკის კოალიციამ დაამარცხა რუსები და მათი მოკავშირეები და აიძულა რუსეთის მთავარი არმია შეეწყვიტა კონოტოპის ალყა. თუმცა ბრძოლის შედეგმა მხოლოდ გააძლიერა პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში და გამოიწვია ვიჰოვსკის ხელისუფლებადან რამდენიმე თვის შემდეგ გადაყენება.

კონოტოპის ბრძოლა მოხდა უკრაინის ისტორიის პერიოდში, რომელსაც ზოგადად ნანგრევებად მოიხსენიებენ. ეს იყო ჰეტმან ბოჰდან ხმელნიცკის გარდაცვალების დრო, როდესაც დაიწყო დიდი ბრძოლა ძალაუფლებისთვის კაზაკთა ელიტაში. შეიძლება ითქვას, რომ ძალაუფლებისთვის ეს ბრძოლები წამოიწყო რუსეთის მეფემ, კაზაკების ავტორიტეტის შელახვის მცდელობის მიზნით.[21]

ბოჰდან ხმელნიცკიმ მოახერხა უკრაინის გამოყვანა პოლონეთის ბატონობისგან, მაგრამ მოგვიანებით იძულებული გახდა 1654 წელს რუსეთთან ახალი და უხერხული ურთიერთობა დაემყარებინა. მის მემკვიდრე, გენერალურ კანცლერი და ახლო მრჩეველი ივან ვიხოვსკის იძულებული გახდა გამკლავებოდა მოსკოვის მზარდ ჩარევას უკრაინის საშინაო საქმეებში და თუნდაც სამოქალაქო ომის აშკარა აღძვრას ვიხოვსკის მოწინააღმდეგე კაზაკთა ფრაქციების მხარდაჭერით.[21]

1656 წელს რუსეთმა ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას ვილნოში პოლონეთთან, 1654 წლის პერეიასლავის ხელშეკრულების დარღვევით და გაზარდა ზეწოლა კაზაკთა საჰეტმანოზე.[22] შედეგად, ვიჰოვსკიმ მოლაპარაკება დაიწყო პოლონელებთან და დადო ჰადიახის ხელშეკრულება 1658 წლის 16 სექტემბერს. დაგეგმილი ახალი ხელშეკრულების თანახმად, ცენტრალური უკრაინის სამი სავოევოდო[23] (კიევი, ბრატსლავა და პოდილია) უნდა გამხდარიყო პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილები[24] პოლონეთთან და ლიტვასთან ერთად თანასწორი სტატუსით, რუსეთის დიდი სამთავროს სახელით. ეს აყალიბებდა პოლონეთ-ლიტვის-რუთენიის თანამეგობრობას.[25] თუმცა სეიმმა მოახდინა ხელშეკრულება დაამტკიცა ძალიან შეზღუდული ვერსიით, სადაც სრულიად გამოტოვებული იყო დამოუკიდებელი რუთენური სამთავროს იდეა.[26]

რუსეთის დიდი სამთავროს ჰეტმან ივან ვიხოვსკის ბეჭედი

კაზაკ-პოლონური ალიანსის შესახებ ამბებმა შეაშფოთა მოსკოვი და უკრაინელი კაზაკები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ვიხოვსკის (ივან ბეზპალის მეთაურობით) იმდენად, რომ 1658 წლის შემოდგომაზე საექსპედიციო ძალები გაგზავნეს უკრაინაში, მთავარი გრიგორი რომოდანოვსკის მეთაურობით. მოსკოვის სამხედრო მეთაურმა არა მხოლოდ მხარი დაუჭირა ვიჰოვსკის ოპონენტებს ახალი მეტოქე ჰეტმანის არჩევით, არამედ აქტიურად დაიწყო ვიხოვსკის მომხრეების მიერ დაკავებული ქალაქების ოკუპაცია. ეს უკანასკნელნი უმოწყალოდ განადგურდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის ფართო შეურაცხყოფასა და ძარცვასთან ერთად.[27]

ვითარება ისე გამწვავდა, რომ მას ღია საომარი მოქმედებები მოჰყვა. შეტაკებები და თავდასხმები მოხდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინო იყო ნიჟინისა და ჩერნიჰივის პოლკების კაზაკების მიერ კონოტოპის აღება, ნეჟინის პოლკოვნიკი ჰრიჰორი ჰულიანიცკის ხელმძღვანელობით. 1659 წლის გაზაფხულზე რუსული არმია 28 600 კაცისგან შედგებოდა, რაზრიადნი პრიკაზის დოკუმენტების მიხედვით,[28][29] ან 100 000–150 000 კაცით, „მოწმის ქრონიკის“ მიხედვით, და სერგეი სოლოვიოვი[30] გაიგზავნა უკრაინაში რომოდანოვსკის დასახმარებლად. ამ უკანასკნელ ციფრებს თანამედროვე ისტორიკოსები აკრიტიკებენ, როგორც გაზვიადებულს.[31]

ჯარი მივიდა უკრაინის საზღვართან 1659 წლის 30 იანვარს და იდგა 40 დღის განმავლობაში, სანამ ტრუბეცკოი მოლაპარაკებას არ გამართავდა ვიხოვსკისთან, რადგან რუს მეთაურს ჰქონდა ინსტრუქციები, დაეყოლიებინა კაზაკები. ვიხოვსკის მეტოქეები, ბეზპალის, ვორონკოს კაზაკთა ძალები და ბარაბაშის ზაპორიჟელი კაზაკები შეუერთდნენ რუსულ ჯარებს. მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ დაიწყო საომარი მოქმედებები. რუსულმა არმიამ ვიხოვსკის მოწინააღმდეგე აჯანყებულებთან ერთად დაამარცხა ვიხოვსკის ჯარები რომნისა და ლოხვიციას ბრძოლებში. ამის შემდეგ, უზენაესმა სამხედრო მეთაურმა, მთავარმა ალექსეი ტრუბეცკოიმ გადაწყვიტა აეღო კონოტოპის ციხის მცირე 4000-იანი გარნიზონი, რომელსაც ჰულიანიცკის კაზაკები ეკავათ, სანამ ვიხოვსკის დევნას განაგრძობდა.

მთავარი ტრუბეცკოის იმედები კონოტოპთან დაპირისპირების სწრაფ გადაწყვეტაზე გაქრა, როდესაც ჰულიანიცკიმ და მისმა კაზაკებმა უარი თქვეს ჰეტმან ვიჰოვსკის ღალატზე და დაიწყეს კონოტოპის სასტიკი და გაჭიანურებული დაცვა მხოლოდ 4000 მებრძოლით.[32]:637ისტორიკოს მარკევიჩის თქმით, 1659 წლის 21 აპრილს, დილის, ლოცვის შემდეგ, ტრუბეცკოიმ ბრძანა ყოვლისმომცველი თავდასხმა ციხის სიმაგრეებზე. ქალაქი დაიბომბა, რამდენიმე ცეცხლგამჩენი ბომბი ჩამოაგდეს შიგნით და ჯარი გადავიდა ქალაქის დასაპყრობად. ერთ მომენტში ტრუბეცკოის ჯარები შეიჭრნენ ქალაქის კედლებში, მაგრამ შეტევა მოიგერია შიგნით კაზაკების სასტიკმა წინააღმდეგობამ. თავდაპირველი თავდასხმის ფიასკოს შემდეგ, ტრუბეცკოიმ მიატოვა სწრაფი თავდასხმის გეგმები და დაიწყო ქალაქის დაბომბვა და თხრილის მიწით შევსება. კაზაკები ჯიუტად იკავებდნენ ქალაქ, გაჩენილი ხანძრის მიუხედავად, ღამის განმავლობაში თხრილში სავსე მიწა გამოიყენებოდა ქალაქის კედლების გასამაგრებლად და ალყაში მოქცეულებმა რამდენიმე კონტრშეტევაც კი განახორციელეს ტრუბეცკოის ალყაში მოქცეულ არმიაზე. ამ შეტევებმა აიძულა ტრუბეცკოი გადაეტანა თავისი სამხედრო ბანაკი 10 კმ-ის მოშორებით და ამით გაიყო მისი ძალები მის მთავარ შტაბსა და კონოტოპში ალყაში მოქცეულ არმიას შორის. 29 აპრილს მორიგი თავდასხმა ასევე მოიგერიეს და რუსებმა დაკარგეს 400-მდე კაცი და დაიჭრა 3000-მდე ადამიანი.[33] სწრაფი კამპანიის ნაცვლად, ალყა გაგრძელდა 70 დღე და მისცა ვიჰოვსკის საჭირო დრო რუსულ ჯართან ბრძოლისთვის მოსამზადებლად.

ჰეტმანმა არა მხოლოდ მოახერხა საკუთარი ჯარების ორგანიზება, არამედ უზრუნველყო მისი მოკავშირეების - ყირიმელი თათრებისა და პოლონელების მხარდაჭერის მიღება. ყირიმელების მეჰმედ IV გირეი თავისი 30 000-კაციანი არმით გაემართა კონოტოპისკენ 1659 წლის ზაფხულის დასაწყისში ისევე, როგორც პოლონეთის 4000 კაციანი რაზმი სერბი, მოლდოველი და გერმანელი დაქირავებული მებრძოლები მხარდაჭერით.

1659 წლის 24 ივნისისთვის ვიხოვსკი და მისი მოკავშირეები მიუახლოვდნენ ტერიტორიას და დაამარცხეს დამპყრობლის არმიის მცირე სადაზვერვო რაზმი სოფელ შაპოვალივკასთან, კონოტოპიდან სამხრეთ-დასავლეთით, რამდენიმე კილომეტრში. იმ საღამოს შედგენილი გეგმის მიხედვით, 30 000 თათარი დარჩა ჩასაფრებაში მდინარე სოსნივკას სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ვიხოვსკის ძალები პოლონელებთან და დაქირავებულებთან ერთად განლაგდნენ ამავე მდინარის სამხრეთით მდებარე სოფელ სოსნივკაში.[34]

ბრძოლის რუკა
XVII საუკუნის რუსი მხედარი

იმავდროულად, ვიჰოვსკიმ თავისი ძალების სარდლობა დაუტოვა ჰრიჰორი ჰულიანიცკის ძმას, სტეპან ჰულიანიცკის და მცირე კაზაკთა რაზმით გაემგზავრა კონოტოპში.[30] 1659 წლის 27 ივნისს, დილით, ვიჰოვსკის რაზმმა შეუტია ტრუბეცკოის ჯარს კონოტოპთან ახლოს და ამ მოულოდნელი შეტევით მოახერხა მტრის ცხენების დიდი ნაწილის დაჭერა და მათი გაყვანა და შემდგომ სტეპში.[34] მტერმა კონტრშეტევა დაიწყპ და ვიხოვსკიმ უკან დაიხია ხიდის გავლით, მდინარე სოსნივკას მეორე ნაპირზე, თავისი ბანაკის მიმართულებით.[30] თავდასხმის შესახებ შეიტყო, მთავარ,ა ტრუბეცკოიმ 4000 კაციანი კავალერია და ბეზპალის 2000 კაზაკი გაგზავნა მთავარ სიმენ პოჟარსკის მეთაურობით მდინარის გაღმა ივან ვიხოვსკის დასადევნებლად.[28][29][31][35] ამრიგად, ტრუბეცკოის ძალები გაიყო ამ რაზმსა და კონოტოპის ალყაში მოქცეულებს შორის. თვითმხილველის და სოლოვიოვის ქრონიკის თანახმად, პოჟარსკის რაზმი შედგებოდა 30 000 კაცისგან.[30]

1659 წლის 28 ივნისს სიმენ პოჟარსკიმ კაზაკების დევნისას გადალახა მდინარე სოსნივკა და დაბანაკდა მდინარის სამხრეთ ნაპირზე. ღამით, კაზაკთა მცირე რაზმმა, სტეპან ჰულიანიცკის მეთაურობით, ცხენების ჩლიქები ტილოთი შეფუთეს ღამის საფარქვეშ მტრის ხაზების მიღმა აიღეს ხიდი, რომელსაც პოჟარსკი იყენებდა მდინარის გადაკვეთას. ხიდი დაშალეს და მდინარე დააგუბეს ჯიბრებით, რის შედეგადაც ირგვლივ ხეობა დაიტბორა.

თათრული მშვილდოსანი

1659 წლის 29 ივნისს, დილით, ვიჰოვსკიმ, მცირე რაზმით, შეუტია პოჟარსკის ჯარს. მცირე შეტაკების შემდეგ მან დაიწყო უკანდახევა, მოჩვენებითი უკანდახევა მისი ძირითადი ძალების მიმართულებით. მოტყუებულმა პოჟარსკიმ თავის ჯარს მტრის დევნა უბრძანა. მას შემდეგ, რაც მტრის ჯარი სოსნივკაში შევიდა, კაზაკებმა თათრებისთვის სიგნალის მისაცემად სამი ქვემეხი ისროლეს და სოსნივკაში განლაგებული ყველა ძალით კონტრშეტევა განახორციელეს. ხაფანგის აღმოჩენის შემდეგ, სიმენ პოჟარსკიმ უკან დახევა ბრძანა; მაგრამ მისი მძიმე კავალერია წინა ღამის წყალდიდობისგან შექმნილ სველ მიწაში ჩაიძირა. ამ დროს თათრებიც დაწინაურდნენ აღმოსავლეთის ფლანგიდან და მოხდა პირდაპირი ხოცვა. თითქმის ყველა სამხედრო დაიღუპა, რამდენიმე მათგანი ცოცხალი ტყვედ ჩავარდა. დატყვევებულთა შორის იყვნენ თავად სიმენ რომანოვიჩ პოჟარსკი, მთავარი სიმენ პეტროვიჩ ლვოვი, ორივე მთავარი ბუტურლინი, მთავარი ლიაპუნოვი, მთავარი სკურატოვი, მთავარი კურაკინი და სხვები. მოსკოვის დიდი განმათავისუფლებლის, დიმიტრი პოჟარსკის ნათესავი, სიმენ რომანოვიჩ პოჟარსკი მიიყვანეს ყირიმის ხანის მეჰმედ IV გირაის წინაშე. პოჟარსკიმ, დაუმორჩილებლობის გამოსახატავად, შეურაწყოფა მიაყენა და სახეში შეაფურთხა ხანს. [30] ამის გამო მას თათრებმა სასწრაფოდ მოჰკვეთეს თავი და მისი მოკვეთილი თავი ერთ-ერთ ტყვესთან ერთად გაგზავნეს ტრუბეცკოის ბანაკში. 

როდესაც ტრუბეცკოიმ შეიტყო პოჟარსკის არმიის დამარცხების შესახებ, ბრძანა, მოეხსნათ კონოტოპის ალყა და დაიწყო მისი უკანდახევა უკრაინიდან. ამ დროს ჰულიანიცკის კაზაკები ციხის შიგნით გამოვიდნენ კედლების უკნიდან და თავს დაესხნენ უკანდახეულ ჯარს. გარდა ამისა, ტრუბეცკოიმ დაკარგა თავისი არტილერიის უმეტესი ნაწილი, სამხედრო დროშები და ხაზინა.[32]:637უკანდახული ჯარი კარგად იცავდა თავს და ვიჰოვსკიმ და თათრებმა მიატოვეს სამდღიანი დევნა რუსეთის საზღვართან. 

შედეგები და მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
10 გრივნიანი სამახსოვრო მონეტა, გამოშვებული კონოტოპის ბრძოლის 350 წლისთავზე.

როცა ტრუბეცკოის ჯარები ჩავიდნენ პუტივლში, ბრძოლის ამბავმა მოსკოვშიც მიაღწია. XIX საუკუნის რუსმა ისტორიკოსმა სერგეი სოლოვიოვმა ეს ასე აღწერა:

მოსკოვის კავალერიის სიამაყე, ჯარები, რომლებიც წარმატებულად ასრულებდნენ 54 და 55 წლების ლაშქრობებს, ერთ დღეში დაიღუპნენ - გამარჯვებულებმა მხოლოდ 5000-მდე ტყვე აიყვანეს. გაუბედურებულებს ღია სივრცეში მიჰყავდათ და ბატკნებივით კლავდნენ - ეს იყო შეთანხმება ყირიმის ხანსა და ზაპოროჟელი კაზაკების ჰეტმანს შორის! მოსკოვის მეფემ ვეღარასდროს შეძლო ასეთი ძლიერი არმიის შექმნა. სამგლოვიარო ტანისამოსით გამოეცხადა ხალხს ალექსეი მიხაილოვიჩი და ტერორმა მოსკოვი მოიცვა. დარტყმა მძიმე იყო, რადგან მოულოდნელი იყო და ის მოჰყვა ასეთ ბრწყინვალე წარმატებებს! სულ ცოტა ხნის წინ დოლგორუკიმ მოსკოვში ჩამოიყვანა დატყვევებული ლიტველი ჰეტმანი, სულ ახლახან ყველა საუბრობდა ხოვანსკის წარმატებებზე - ახლა კი ტრუბეცკოიზე, რომლის მიმართაც ყველა სხვებზე მეტ იმედს ამყარებდა, და რომელიც იყო „მორწმუნე და მოხდენილი, სამხედრო საქმეებში დახელოვნებული და მტრის შიში“, მან გაანადგურა ამხელა ჯარი! ამდენი ქალაქის აღების შემდეგ, ლიტვის დედაქალაქის აღების შემდეგ, [რუსეთის] სამეფო ქალაქი შეძრწუნდა საკუთარი უსაფრთხოებისთვის: აგვისტოში მეფის ბრძანებულებით ყველა რანგის წარმომადგენელი ჩქარობდნენ მოსკოვის ირგვლივ სიმაგრეების აშენებას. ხშირად ცარი და ბოიარები იმყოფებოდნენ მშენებლობლობებზე; ხალხი გარე უბნებიდან მათი ოჯახები მწირი ნივთებით ავსებდნენ მოსკოვს და გავრცელდა ჭორი, რომ ცარი გადადიოდა ვოლგისა და იაროსლავის მიღმა.[30]

ამასთან, სოლოვიევის ემოციურ აღწერას ეჭვქვეშ აყენებენ თანამედროვე ისტორიკოსები, რომლებიც მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ მისი განაჩენი მართალია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ბრძოლაში დაკარგულთაგან სულ მცირე 259 იყო მოსკოველი[16] და, რომ რუსული არმია გაცილებით მცირე იყო, ვიდრე სოლოვიოვი და სხვა ისტორიკოსები, რომლებიც მიჰყვებოდნენ პოლონურ დეკლარაციებს, თვლიდნენ.[36] ელჩების კანცელარიის XVII საუკუნის საარქივო დოკუმენტების მიხედვით, რუსი ჯარისკაცი იყო 4769 კაცი: 2830 ლვოვისა და პოჟარსკის ჯარებიდან, რომლებიც გაგზავნეს სოსნოვკაზე, ხოლო 1896 დაკარგეს ტრუბეცკოის ვაგენბურგზე თავდასხმების დროს.[37] რიგ პოლონურ[38] და უკრაინულ[39] ნარატიულ წყაროებში რუსული არმიის საერთო ძალა შეფასებულია, როგორც 100 000–150 000 კაცი, ხოლო მსხვერპლი 30 000–50 000-ს შეადგენს, ეს წყაროები ასევე აცხადებს, რომ ისეთი გამოჩენილი რუსი მეთაურები, როგორებიც არიან: გრიგორი რომოდანოვსკი,[40][41] ანდრეი ბუტურლინი,[42] არტამონ მატვეევი[43] და ვენედიქტ ზმეევი[43] ყველა დაიღუპა ბრძოლაში. ეს პრეტენზიები არაკრიტიკულად მიიღეს XIX საუკუნის მეცნიერებმა, როგორიცაა ზემოხსენებული სერგეი სოლოვიოვი,[44] და დღემდე პოპულარულია უკრაინელ ისტორიკოსებში. მაგალითად, ა. ბულვინსკიმ თავის პუბლიკაციაში დაასკვნა, რომ კონოტოპის ბრძოლაში ორივე მხარემ დაკარგა 40000 კაცი.[45] ეს პრეტენზიები დეტალურად გააკრიტიკეს დასავლელმა[46] და რუსმა[47][48][49] ისტორიკოსებმა, როგორც ძლიერ გაზვიადებულმა, კრიტიკას მხარი დაუჭირა პოლონელმა ექსპერტმა პიოტრ კროლმა. აღინიშნა, რომ „გამოყენებული დოკუმენტების ფურცლებზე არსებული ნიშნებით ვიმსჯელებთ ძველი აქტების რუსეთის სახელმწიფო არქივიდან, [ბულვინსკიმ] იცოდა მრავალი რუსული დოკუმენტი კონოტოპის ბრძოლის შესახებ. თუმცა მან გადაწყვიტა გამოეყენებინა მხოლოდ ერთი მათგანი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს 1659 წლის 28 ივნისის ბრძოლასთან“.[48] იმისთვის, რომ კონოტოპში 150 000 კაციანი არმია ჰყოლოდა, რუსეთს უნდა გაეგზავნა მთელი თავისი სამხედრო ძალები ერთ ადგილზე და არ დაეტოვებინა ჯარი, ვინაიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო ძალა 1651 წლის წლიური შეფასებით. იყო 133 210 კაცი, მათ შორის 39 408 დიდგვაროვანი და ბოიარების ვაჟები, 44 486 სტრელცი ჯარი, 21 124 კაზაკი, 8107 დრაგუნი, 9113 თათარი, 2371 უკრაინელი, 4245 უცხოელი და 270 არტილერია.[50] გარდა ამისა, დოკუმენტური მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რომოდანოვსკი, ბუტურლინი,[51] მატვეევი და ზმეევი[52] გადაურჩნენ ბრძოლას და განაგრძეს რუსეთის გვირგვინის მსახურება მრავალი წლის განმავლობაში. იმის ნაცვლად, რომ გამოიყენონ ნარატიული ნაწარმოებები, რომლებიცსაც არ მოჰყავს რაიმე მტკიცებულება, შეიცავს საეჭვო დეტალებს და გამოიყენებოდა პროპაგანდის მიზნებისთვის,[53] დასავლელი და რუსი მეცნიერები, ჩვეულებრივ, უპირატესობას ანიჭებენ რუსეთის ელჩების კანცელარიის XVII საუკუნის საარქივო დოკუმენტებს, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას აწვდიან რუსულ პოლკებზე, მათ უზრუნველყოფასა და დანაკარგებზე. ეს დოკუმენტები მიჩნეულია ყველაზე სანდოდ და ზუსტად, რადგან ისინი გამოიყენებოდა ფინანსური კონტროლისა და შეიარაღებული ძალების მომარაგების ინტერესებისთვის, საგულდაგულოდ შეამოწმა სახელმწიფო კომისიამ და წარუდგინა თავად მეფეს; მონაცემების დამახინჯების მცდელობა კანონით აიკრძალა. როდესაც ერთხელ მთავარი ივანე ლობანოვი-როსტოვსკიმ სცადა დაემცირებინა თავისი მსხვერპლი ერთ-ერთ ამ დოკუმენტში, ეს კომისიამ მაშინვე შენიშნა და ცარ ალექსის I-ის მძიმე დანაშაულად აღიქმება.[54] 2012 წელს ტ. ტაიროვა-იაკოვლევამ მოუწოდა ისტორიკოსებს არ მიიჩნიონ დოკუმენტური მტკიცებულებები, როგორც ყველაზე სანდო წყარო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მისი განცხადება გააკრიტიკეს, როგორც სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული და ბრძოლის საკუთარი ინტერპრეტაცია, რომელიც ეფუძნება არარუსული წყაროების არაკრიტიკულ მიღებას.[55]

ბრძოლის შემდეგ, უკრაინის სამოქალაქო ომი „ნანგრევები“ დაიწყო. ჰეტმან ვიხოვსკიმ და მისმა მოკავშირეებმა მხოლოდ რამდენიმე უკრაინული ქალაქის დაკავება შეძლეს მისი ოპონენტების ხელში, როდესაც პირველი ცუდი ამბავი მოვიდა: ზაპოროჟის არმიის კაზაკებმა ივან სირკოს მეთაურობით შეუტიეს ყირიმის ფორპოსტებს სამხრეთში და ხან გირაი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში. ვიხოვსკის წინააღმდეგ მაშინვე აჯანყდა რამდენიმე ქალაქი: ლოხვიცია, ჰადიაჩი, პოლტავა და რომნი.[56] ბრძოლიდან მხოლოდ 2 თვე იყო გასული, როდესაც ნიჟინის მოქალაქეებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს ტრუბეცკოის და ფიცი დადეს რუსეთის მეფის ერთგულების შესახებ.[56] იმავე თვეში უკრაინის მოქალაქეებმა და კაზაკთა პოლკებმა კიევში, პერეიასლავსა და ჩერნიჰივში ფიცი დადეს რუსეთის მეფის ერთგულებაზე.[57]

ამგვარად, ვიხოვსკი მარტო დარჩა მისი მმართველობის მზარდ წინააღმდეგობასთან საბრძოლველად. წლის ბოლოს იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო და გაქცეულიყო პოლონეთში,[56] სადაც მოგვიანებით ის სიკვდილით დასაჯეს პოლონელებმა, 1664 წელს. მისი დამარცხება დიდწილად მიეწერება მისი ალიანსის ძალიან არაპოპულარობას პოლონელებსა და უკრაინის მოსახლეობის ყველა ფენაში, მხარდაჭერის მოპოვებლობას მდიდარ კაზაკთა ელიტაში, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის ეღალატად ყოველ შემთხვევაში მოსკოვს ან ვარშავის სასარგებლოდ. სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და კონოტოპის ბრძოლაში გამარჯვებულები მალე დაივიწყეს.

აღმოსავლეთ სლავებს შორის არაერთ სხვა ბრძოლასთან ერთად, როგორიცაა ორშის ბრძოლა, კონოტოპის ბრძოლა რამდენიმე გამონაკლისის გარდა იყო მიტოვებული თემა რუსეთის იმპერიულ და საბჭოთა ისტორიოგრაფიაში.[58] ამ მოვლენისადმი ეს დამოკიდებულება აიხსნება იმით, რომ მან გააქარწყლა რუსული პროპაგანდისტული პოზიციები აღმოსავლეთ სლავების ერთიანობის შესახებ,[59] კერძოდ, „რუსი და უკრაინელი ხალხების მარადიული მეგობრობის“ და „უკრაინელების რუსეთთან გაერთიანების ბუნებრივი სურვილის შესახებ“. ს. მახუნის მიხედვით, კაზაკების მთელი ოსტატობისა და სიმამაცის გამო - განსაკუთრებით მათი, ვინც იცავდა კონოტოპს - ბრძოლა მაინც მწარე გამარჯვებად რჩება. გამარჯვება, რომელსაც არავითარი მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია უკრაინის ისტორიის მსვლელობაზე, რომელშიც ჭარბობდა ნანგრევების ძმათამკვლელი ომი და მოღალატე ჰეტმანების პირადი ამბიციები.[60]

ხელოვნება და მუსიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლაზე მრავალი ლექსი და პოემა დაიწერა უკრაინელი პოეტების: იარ სლავუტიჩის, ოლენა თელიჰასა და პ. კარპენკო-კრინიცის მიერ.

მრავალი ისტორიული სიმღერა ბრძოლის შესახებ ასევე შევიდა კობზარების სახელით ცნობილი ბრმა მოხეტიალე მუსიკოსების რეპერტუარში.

კომპოზიტორმა და ბანდურისტმა ჰრიჰორი კიტასტიმ 1966 წელს შეადგინა მონუმენტური ნაწარმოები, რომელიც ეფუძნება უკრაინულ კაზაკთა ხალხურ სიმღერებს, სოლისტებისთვის, მამაკაცთა გუნდისთვის და ორკესტრისთვის ბრძოლის აღსანიშნავად.[61] ამ ნაწარმოების ჩანაწერები გამოაქვეყნა უკრაინის ბანდურისტების გუნდმა, ცნობილ რუს მომღერალ მაიკლ მინსკთან ერთად და ასევე კიევის სიმფონიით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Davies B. L. Warfare, state and society on the Black Sea steppe, 1500—1700. — Routledge, UK: Taylor & Francis, 2007. — ISBN 978-0-415-23986-8. P. 130
  2. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. — М.: Цейхгауз, 2009. — ISBN 978-5-9771-0099-1. С. 15
  3. Бульвінський А. Г. Конотопська битва 1659 р. // Український історичний журнал. — К., 1998, № 3. C. 77
  4. 4.0 4.1 Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. — М.: Цейхгауз, 2009. — ISBN 978-5-9771-0099-1. C. 13
  5. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. — М.: Цейхгауз, 2009. — ISBN 978-5-9771-0099-1. C. 14
  6. 6.0 6.1 6.2 Davies B. L. Warfare, state and society on the Black Sea steppe, 1500—1700. — Routledge, UK: Taylor & Francis, 2007. — P. 128—131. — ISBN 978-0-415-23986-8
  7. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. — М.: Цейхгауз, 2009. — С. 13—16. — ISBN 978-5-9771-0099-1
  8. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. — М.: Цейхгауз, 2009. — ISBN 978-5-9771-0099-1. C. 13—14
  9. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. — М.: Цейхгауз, 2009. — ISBN 978-5-9771-0099-1. С. 13
  10. Бабулин И. Б. Князь Семён Пожарский и Конотопская битва. — Институт Российской истории РАН. — СПб.: Русская симфония, 2009. — ISBN 978-5-91041-047-7. C. 69
  11. 11.0 11.1 Piotr Kroll. Iwan Wyhowski // Hetmani zaporoscy w służbie króla i Rzeczypospolitej / P. Kroll, M. Nagielski, M. Wagner. — Zabrze: Infort Editions, 2010. S. 271–273
  12. Новосельский А. А. Борьба Московского государства с татарами во второй половине XVII века // Исследования по истории эпохи феодализма (Научное наследие). — М.: Наука, 1994. — С. 25. — 221 с. — ISBN 5-02-008645-2.
  13. 13.0 13.1 Смирнов Н. В. Как под Конотопом упадок учинился… (мифы и реальность) // Труды по русской истории. Сборник статей в память о 60-летии И. В. Дубова. — М.: Парад, 2007. — С. 334—353
  14. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. — М.: Цейхгауз, 2009. — ISBN 978-5-9771-0099-1. C. 36
  15. Бульвінський А. Г. Конотопська битва 1659 р. // Український історичний журнал. — К., 1998, № 4. — С. 35
  16. 16.0 16.1 Davies B. L. Warfare, state and society on the Black Sea steppe, 1500—1700. Routledge, UK: Taylor & Francis, 2007. P. 131
  17. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. М.: Цейхгауз, 2009. С. 37
  18. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. — М.: Цейхгауз, 2009. — ISBN 978-5-9771-0099-1. С. 23—24
  19. Archived copy. ციტირების თარიღი: 31 October 2009
  20. Davies B. L. Warfare, state and society on the Black Sea steppe, 1500—1700. — Routledge, UK: Taylor & Francis, 2007. — P. 128—131. — ISBN 978-0-415-23986-8ISBN 978-0-415-23986-8
  21. 21.0 21.1 Майдан. Статті. Конотоп-1659: шана, честь і слава України. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-12. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
  22. Mytsyk Y. "Battle of Konotop 1659" // Ukrainske kozatstvo – Mala entsykolpedia, Kiev, 2006. pp. 297
  23. Treaty of Hadyach (1658, Ukraine)
  24. Українська держава наприкінці XVII століття დაარქივებული 9 June 2007 საიტზე Wayback Machine.
  25. Mytsyk Y. "Battle of Konotop 1659" // Ukrainske kozatstvo – Mala entsykolpedia, Kiev, 2006. pp. 2978
  26. Т.Г. Таирова-Яковлева Иван Выговский // Единорогъ. Материалы по военной истории Восточной Европы эпохи Средних веков и Раннего Нового времени, вып.1, М., 2009: Под влиянием польской общественности и сильного диктата Ватикана сейм в мае 1659 г. принял Гадячский договор в более чем урезанном виде. Идея Княжества Руського вообще была уничтожена, равно как и положение о сохранении союза с Москвой. Отменялась и ликвидация унии, равно как и целый ряд других позитивных статей.
  27. History of Little Russia დაარქივებული 29 August 2011 საიტზე Wayback Machine. (N. Markevich).
  28. 28.0 28.1 Бабулин И.Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года — М.: Цейхгауз, 2009
  29. 29.0 29.1 Собрание списков разрядных полков. Николай Смирнов. «Как под Конотопом упадок учинился...» (мифы и реальность). Научно-просветительский журнал «Скепсис»
  30. 30.0 30.1 30.2 30.3 30.4 30.5 The Reign of Tsar Alexi Mikhailovich. (Solovyov S. М.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
  31. 31.0 31.1 Brian L. Davies. Warfare, state and society on the Black Sea steppe, 1500–1700. Routledge, UK. ISBN 978-0-415-23986-8. P. 130
  32. 32.0 32.1 Tucker, S.C., A Global Chronology of Conflict, Vol. Two, 2010, Santa Barbara: ABC-CLIO, LLC, ISBN 9781851096671
  33. A. G. Bulvynsky. The Konotop battle of 1659..
  34. 34.0 34.1 A. G. Bulvinsky. History of Ukrainian military and military art.
  35. Российский Государственный архив древних актов (РГАДА). Ф. 210. Разряд. Оп.14. Столбцы Севского стола. №167. Л.105, Л.107"
  36. Davies B. L. Warfare, state and society on the Black Sea steppe, 1500—1700. Routledge, UK: Taylor & Francis, 2007. P. 130
  37. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. 28 июня 1659 года. М.: Цейхгауз, 2009. С. 37
  38. Археографический сборник документов, относящихся к истории Северо-Западной Руси. — Вильна, 1870. — Т. 7. № 87. — С. 114—115
  39. Літопис Самовидця. — К.: Наукова думка, 1971
  40. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. — С. 30
  41. Мицик Ю. А. Додатки. № 1. 1659, липня 11. — Табір під Конотопом. — Лист гетьмана Івана Виговьского до коронного обозного Анджея Потоцького. // Гетьман Іван Виговський. — С. 68
  42. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. — С. 38
  43. 43.0 43.1 Бабулин И. Б. Битва под Конотопом. — С. 38—39
  44. Соловьёв С. М. История России с древнейших времён. Глава 1. Продолжение царствования Алексея Михайловича. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
  45. Бульвінський А. Г. Конотопська битва 1659 р. // Український історичний журнал. — К., 1998, № 4. — С. 41
  46. Davies B. L. Warfare, state and society on the Black Sea steppe, 1500—1700. — Routledge, UK: Taylor & Francis, 2007. — P. 128—131. — ISBN 978-0-415-23986-8
  47. Малов А. В. Сражение под Конотопом и участие выборных полков в ликвидации последствий Конотопского поражения 1659 г. // Московские выборные полки солдатского строя в начальный период своей истории 1656—1671 гг. — М.: Древлехранилище, 2006. — С. 440—453
  48. 48.0 48.1 Смирнов Н. В. Как под Конотопом упадок учинился… (мифы и реальность) // Труды по русской истории. Сборник статей в память о 60-летии И. В. Дубова. — М.: Парад, 2007. — С. 334—353
  49. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. — С. 36—45
  50. Чернов А. В. Вооружённые силы Русского государства в XV—XVII вв. — М.: Воениздат, 1954. — С. 167—168.
  51. Половцов А. А. Русский биографический словарь: В 25 т. — М., 1896—1918. — Т. 3. — С. 538—539.
  52. Половцов А. А. Русский биографический словарь: В 25 т. — М., 1896—1918. — Т. 10. — С. 421
  53. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. — С. 29
  54. Бабулин И. Б. Битва под Конотопом. — С. 37
  55. Бабулин И. Б. Ответ рецензенту (Таирова-Яковлева Т.Г. Рецензия на книгу: Бабулин И.Б. Князь Семен Пожарский и Конотопская битва. СПб., 2009) // История военного дела: исследования и источники. — 2014. — Т. IV. — С. 483–498
  56. 56.0 56.1 56.2 Дорошенко Д. Нарис історії України. Львів: Світ, 1991, с 294
  57. Каргалов В.В. Русские воеводы 16–17 веков. М.:Вече, 2005. – с.280.
  58. BBCUkrainian.com
  59. Yuriy Mitsyk. The Glory of Konotop.
  60. The Konotop Battle. S. Makhun.. ციტირების თარიღი: 19 December 2006
  61. Ласовський Я. Своєрідність форми "Поеми про Конотопську Битву" Григорія Китастого in "Tribute to Hryhorij Kytasty on his Seventieth Birthday". Ukrainian Academy of Arts and Sciences in the USA, NY 1980. pp.71–76