კოლიმა (ვულკანი)
| კოლიმა | |
|---|---|
| კოორდინატები: 19°30′ ჩ. გ. 103°37′ დ. გ. / 19.500° ჩ. გ. 103.617° დ. გ. | |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 3820+ მ |
| ტიპი | სტრატოვულკანი |
| ასაკი | უძველესი 5 მლნ წ. |
| პირველი ასვლა | 1995 წ. 20 სექტემბერი |
| ბოლო ამოფრქვევა | 2010 (გრძელდება) |
კოლიმა — დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში. მდებარეობს მექსიკაში. 1576 წლიდან დღემდე, 40-ზე მეტჯერ ამოიფრქვა.
ვულკანის ერთი ნაწილი მდებარეობს მექსიკის კოლიმას შტატში, ხოლო მეორე ნაწილი ხალისკოს შტატში, ტრანს-მექსიკური ვულკანური სარტყელის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ მეხიკოდან 485 კმ-ით დასავლეთით და გვადალახარიდან 125 კმ-ით სამხრეთით. ვულკანური კომპლექსი ორ მწვერვალს მოიცავს: ნევადო-დე-კოლიმას (4330 მ) რომელიც ჩამქრალია და ვოლკან-კოლიმას (3860 მ). ისინი ერთმანეთისგან 5 კმ-თ არიან დაშორებულნი.
ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევა, რომელიც უდიდესი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში, დაფიქსირდა 2005 წლის 8 ივნისს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Universidad de Colima, Observatorio Vulcanológico დაარქივებული 2004-02-12 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Universidad de Colima, Centro de Intercambio e Investigación en Vulcanología დაარქივებული 2006-02-24 საიტზე Wayback Machine. (in English and Spanish)
- Experiments at Colima by the Alaska Volcano Observatory დაარქივებული 2005-02-22 საიტზე Wayback Machine.
| |||||||||||||||||