პუიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუიო (რუკაზე „Buyeo“) ძვ. წ. 204 წ.

პუიო (კორ. 부여; ჩინ.: 扶餘) — კორეული სახელმწიფო თანამედროვე მანჯურიის ჩრდილოეთ ნაწილში. არსებობდა ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. 494 წლებში. 494 წელს იგი შევიდა კოგურიოს შემადგენლობაში, რომელიც, ისევე როგორც პექჩე, თავს პუიოს სახელმწიფოს მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. კოგურიოს სახელმწიფოს თავისი არსებობის საწყის ეტაპზე ერქვა „ჩოლბონ-პუიო“, ხოლო 538 წელს პექჩეს ეწოდა „ნამბუიო“ (სამხრეთი პუიო).

სახელმწიფოს დაარსების ზუსტი თარიღი ცნობილი არააა, თუმცა იგი მოხსენიებულია ჩინურ ქრონიკებში მებრძოლი სამთავროების პერიოდის დროს, როგორც სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელიც ესაზღვრება იანის სამეფოს.

494 წელს პუიოს მთელი სამეფო კარი გადავიდა კოგურიოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პუიო&oldid=2969801“-დან