შინაარსზე გადასვლა

კირა ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანდრონიკაშვილი.
კირა ანდრონიკაშვილი
დაბადების სახელი კირა ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1908
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 24 თებერვალი, 1960 (51 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

კირა გიორგის ასული ანდრონიკაშვილი (დ. 29 ნოემბერი, 1908, თბილისი — გ. 24 თებერვალი, 1960, იქვე) — ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1959). იყო მსახიობ ნატო ვაჩნაძის და.

1926–1928 წლებში სწავლობდა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 1929–1931 წლებში მოსკოვში იური ზავადსკის თეატრ-სტუდიაში. 1936 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი. 1923 წლიდან ნატო ვაჩნაძესთან ერთად იღებდნენ ფილმებში. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლია ელისო ფილმში „ელისო. მუშაობადა აგრეთვე რეჟისორის ასისტენტად და მეორე რეჟისორად მხატვრულ ფილმებზე. 1950–1960 წლებში მისი რეჟისორობით ქართულ ენაზე დუბლირებული იყო 15-მდე საზღვარგარეთული ფილმი, მათ შორის „ოტელო“, „იდიოტი“, „წყნარი დონი“ და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]