ხარზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხარზა
Martes flavigula, yellow-throated marten.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კვერნისებრნი
გვარი:  კვერნა
სახეობა:  ხარზა
ლათინური სახელი
Martes flavigula (Boddaert, 1785)
სინონიმები
  • Lamprogale flavigula
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41649
გავრცელება
Yellow-throated Marten area.png

ხარზა (ლათ. Martes flavigula) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სხეულის სიგრძეა 55-80 სმ, მასა 5,7 კგ-ს აღწევს. აქვს მოგრძო სხეული, გრძელი კისერი, მოკლე ფეხები, პატარა თავი, უხეში მოკლე ბეწვი. შეფერილობა — შავ-მურა, თეთრი და მოყვითალო ტონებით. უხეში ბეწვის გამო სარეწაო მნიშვნელობა აქვს.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რუსეთშიშორეულ აღმოსავლეთში. ბინადრობს ტყეებში. კარგად დაცოცავს ხეებზე.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იკვებება მღრღნელებით და ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის ჩლიქოსნებსაც (კაბარგა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]