შინაარსზე გადასვლა

სიასამური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიასამური

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კვერნისებრნი
გვარი:  კვერნა
სახეობა:  სიასამური
ლათინური სახელი
Martes zibellina (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41652
გავრცელება

სიასამური (ლათ. Martes zibellina) — ძვირფასბეწვიანი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 43-53 სმ, მასა 0,9 - 1,9 კგ. წარსულში გავრცელებული იყო კარელიიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე. მტაცებლური ნადირობის შედეგად მრავალგან მოისპო. ამჟამად შემორჩენილია ჩრდილოეთ ურალის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთ ადგილას. მოიპოვება აგრეთვე კორეის, ჩინეთისა და მონღოლეთის ჩრდილოეთ რაიონებში. ბინადრობს ტაიგაში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხეზე იშვიათად ადის. იკვებება პატარ-პატარა ფრინველებით, მათი კვერცხებით და მართვეებით, წვრილ-წვრილი მღრღნელებით, მეტწილად ციყვებით. ჭამს აგრეთვე კედრის თესლს, კენკრას. მძუნაობს ივლისში, მაკეობა საშუალოდ 273 დღე გრძელდება, შობს 3-4 უსუსურ, თვალებაუხილავ ნაშიერს (თვალებს ახელენ 36 დღის შემდეგ). 2 წლისა სქესობრივად მწიფდება. ცნობილია სიასამურის 16 ქვესახეობა,[1] რომელთაგან ყველაზე ძვირფასბეწვიანია ბარგუზინული სიასამური. უკანასკნელ ათწლეულებში გულმოდგინე დაცვის შედეგად სიასამურის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ზოგიერთ ქვეყანაში სიასამურს სარეწაო მიზნით ზოოფერმებში ამრავლებენ.

  1. Wozencraft, W. C. (2005). „Order Carnivora“, Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference, 3rd ed., Johns Hopkins University Press. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 62265494.