კეროლ ბეიკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეროლ ბეიკერი

ბეიკერი 1962 წელს
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1931 (1931-05-28) (92 წლის)
ჯოუნზთაუნი, პენსილვანია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, ავტორი
აქტიური 1952-2003
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი ბლენშ ბეიკერი, ჰერშელ გარფინი

კეროლ ბეიკერი (ინგლ. Caroll Baker; დ. 28 მაისი, 1931) — ამერიკელი კინოს, სცენისა და ტელევიზიის მსახიობი. „მსახიობების სტუდიაში“ ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით სწავლის შემდეგ, ბეიკერმა 1954 წელს, ბროდვეის თეატრში თამაში დაიწყო. 1956 წელს, იგი რეჟისორმა ელიამ კაზანმა აიყვანა, რომ მთავარი როლი ეთამაშა ტენესი უილიამსის ორ პიესის ადაპტაციაში ფილმში Baby Doll. მისმა როლმა ფილმში, მოიპოვა BAFTA და ოსკარის ნომინაციები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ისევე როგორც ოქროს გლობუსის პრემია იმ წელს, ყველაზე პერსპექტიული ახალბედისთვის .

კეროლ ბეიკერი გადაღებულია სხვა ფილმებშიც: ჯორჯ სტივენზის გიგანტი (1956) და რომანტიკული კომედია მაგრამ არა ჩემთვის (1959). 1961 წელს ბეიკერი გამოჩნდა დამოუკიდებელ ფილმში Something Wild, რომლის რეჟისორი იყო მისი მაშინდელი მეუღლე ჯეკ გარფეინი. მან 1950 და 1960-იან წლებში ითამაშა კრიტიკულად აღიარებულ ისეთ ვესტერნებში როგორიცაა: დიდი ქვეყანა (1958), როგორ მოიგო დასავლეთი (1962) და ჩეიანის შემოდგომა (1964).

1960-იანი წლების შუა პერიოდში ბეიკერი გადაიღეს, Paramount Pictures-ის წარმოებულ ფილმში, ხალიჩების ჩანთები, სადაც მან მოიგო ჰედონისტი ქვრივის როლი. ამის შემდეგ, ფილმის პროდიუსერის ჯოზეფ ე. ლევინის დახმარებით, თამაშობს 1965 წლის ამერიკულ ფილმში, სილვია, ცოტახნის შემდეგ, ჟან ჰარლოუს როლი მოირგო ბიოგრაფიულ ფილმში, ჰარლოუ (1965). მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გამოსვლამდე ცნობილი იყო, მან დიდი კრიტიკული მარცხი განიცადა და 1966 წელს ბეიკერი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში ბეიკერსა და Paramount Pictures-ის კონტრაქტის შესახებ სასამართლო დავა გაიმართა, მისი კარიერის ხელმძღვანელი მაშინ ჯოზეფ ლევინი იყო. ევროპაში მან შემდეგი 10 წელი გაატარა და გადაიღეს რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: რომოლო გუერიერის ფილმი დებორას ტკბილი სხეული (1968), უმბერტო ლენცის ყინულის დანა (1972), კორადო ფარინას ბაბა იაგა (1973). 1977 წელს მონაწილეობა მიიღო შავ-კომედიაში ცუდი, აღნიშნული ფილმის პროდიუსერი ენდი უაროლი იყო.

ბეიკერი მეორეხარისხოვანი როლებით გამოჩნდა რამდენიმე კრიმინალურ დრამაში, მათ შორისაა: " ვარსკვლავი 80" (1983), სადაც მონაწილეობა მიიღო როგორც მკვლელობის მსხვერპლმა, ასევე ითამაშა რასობრივ დრამაში მშობლიური შვილი (1986), რომელიც გადაღებულია რიჩარდ რაიტის რომანის მიხედვით. 1987 წელს მას მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა ფილმში, Ironweed (1987). გასული საუკუნის 90-იანი წლების განმავლობაში ბეიკერი გამოჩნდა რამდენიმე სერიალში: მკვლელობა, მან დაწერა; LA კანონი და როსველი. მას ასევე ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლები რამდენიმე დიდ ბიუჯეტის მქონე ფილმში: საბავშვო ბაღის პოლიციელი (1990) და დევიდ ფინჩერის თრილერი თამაში (1997). მან სამსახიობო კარიერა 2003 წელს დაასრულა. მსახიობობის გარდა, ბეიკერი ასევე არის ორი ავტობიოგრაფიის და რომანის ავტორი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეროლ ბეიკერი დაიბადა და გაიზარდა ჯოუნზსტაუნში, პენსილვანიაში, კათოლიკურ ოჯახში. არის ედიტ გერტრუდის და მოგზაური გამყიდველის, უილიამ უოტსონ ბეიკერის ქალიშვილი. ის წარმოშობით ირლანდიელი და პოლონელია. [1] ბეიკერის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც ის რვა წლის იყო და ის დედასთან და უმცროს დასთან, ვირჯინიასთან ერთად გადავიდა ტურტ-კრიკში, პენსილვანიაში.

ბეიკერის თქმით, დედამისი მარტოხელა მშობელი იყო და ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში სიღარიბეში იყო.

ბეიკერი სწავლობდა „გრინსბურგ სალემის საშუალო სკოლაში“, პენსილვანიაში, სადაც იგი იყო დებატების ჯგუფის წევრი და აქტიური მონაწილეობდა როგორც დებატების კლუბში, ასევე სასკოლო მიუზიკლში. 18 წლის ასაკში იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა პიტსბურგში, ფლორიდაში, სადაც სწავლობდა პეტერბურგის კოლეჯში (მაშინ პეტერბურგის უმცროსი კოლეჯი). [2] კოლეჯში სწავლის პირველი წლის შემდეგ, ბეიკერმა მუშაობა თანაშემწედ დაიწყო. [3] ასევე შეუერთდა საცეკვაო კომპანიას, და მუშაობდა პროფესიონალ მოცეკვავედ. 1949 წელს ბეიკერმა მოიგო მის ფლორიდის ხილისა და ბოსტნეულის ტიტული. [4] [5] 1951 წელს, ბეიკერი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მან იქირავა კუინზის ჭუჭყიანი ბინა. იგი ნიუ-იორკში ღამის კლუბის მოცეკვავედ მუშაობდა და ასევე ჰყავდა გუნდი, რომელთან ერთადაც შოუებში დეტროიტში, უინძორში და ნიუ-ჯერსიში დადიოდა.

ბეიკერი მსახიობობას სწავლობდა „HB სტუდიაში“. [6] 1952 წელს იგი ჩაირიცხა მსახიობების სტუდიაში და სწავლა დაიწყო ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით.[7] იქ ის იყო მაიკ ნიკოლსის, როდ სტაიგერის, შელი უინტერსისა და მერლინ მონროს თანაკლასელი; იგი ასევე გახდა ჯეიმზ დინის ახლო მეგობარი, მათი მეგობარი მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდა. [8] [9]

ბეიკერი Baby Doll-ის სარეკლამო ფოტოში, 1956 წელს

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეიკერი სამჯერ იყო დაქორწინებული. მან პირველად 1953 წელს იქორწინა 54 წლის ლუი რიტერზე, ვეილის სასტუმროს მფლობელზე. [10] ქორწინება დასრულდა ერთი წლის შემდეგ, რის შემდეგაც იგი ჩაირიცხა ნიუ-იორკის მსახიობების სტუდიაში. მისი მეორე მეუღლე იყო რეჟისორი ჯეკ გარფეინი. მათ ერთი ქალიშვილი, ბლანშ ბეიკერი (დაბადებული 1956 წელს), და ვაჟი, ჰერშელ გარფეინი (დაბადებული 1958 წელს) შეეძინათ. ჰერშელი არის კომპოზიტორი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტინჰერდტის მუსიკის სკოლის ფაკულტეტის წევრია. გარფეინი და ბეიკერი დაშორდნენ 1969 წელს. ბეიკერს ჰყავს ექვსი შვილიშვილი.

ბეიკერი 1978 წლის 10 მარტს დაქორწინდა ბრიტანული თეატრის მსახიობზე, დონალდ ბარტონზე. [11] გასული საუკუნის 80-იან წლებში ჰამპსტედში, ლონდონში ცხოვრობდნენ. ისინი ერთად დარჩნენ ბარტონის სიკვდილამდე 2007 წლის 8 დეკემბრამდე. ბარტონი თავის სახლში, კალიფორნიაში ემფიზემიისგან გარდაიცვალა.

1950-იან და 1960-იან წლებში ცხოვრობდა ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში, შემდეგ რომში სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად გადავიდა. ბეიკერი 1990-იან და 2000-იან წლების დასაწყისში ცხოვრობდა პალმ-სპრინგსში, კალიფორნიაში. 2016 წლის მონაცემებით, იგი ცხოვრობს ნიუ-იორკში. [12]. [13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Polish American Encyclopedia. 
  2. The Private Life and Times of Carroll Baker. Glamour Girls of the Silver Screen. ციტირების თარიღი: June 28, 2017"The Private Life and Times of Carroll Baker". Glamour Girls of the Silver Screen. Retrieved June 28, 2017.
  3. Carroll Baker Actress, 'Baby Doll,' grandma. Desert Entertainer. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 6, 2017. ციტირების თარიღი: October 31, 2015
  4. 'Best Thing I've Had For Ages' : 'baby Doll' Baker Is Catching 'fire' For ABC. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: April 9, 2015
  5. The Fabulous Baker: A Consideration of Carroll. MovieFanFare. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 26, 2015. ციტირების თარიღი: February 26, 2015
  6. HB Studio Alumni
  7. Carroll Baker Biography. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 22, 2011. ციტირების თარიღი: June 28, 2017"Carroll Baker Biography". Yahoo! Movies. Archived from the original დაარქივებული 2011-05-22 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links on May 22, 2011. Retrieved June 28, 2017.
  8. 'Baby Doll' Carroll Baker in Huntington. Newsday. ციტირების თარიღი: June 28, 2017
  9. Carroll Baker on working with James Dean YouTube-ზე. Media Funhouse (2000). Retrieved June 28, 2017.
  10. https://groovyhistory.com/carroll-baker-baby-doll-movie
  11. „British actor Donald Burton, husband Carroll Baker, dies at 73“. San Jose Mercury News. January 11, 2008.
  12. Baker. (Interview). "Interview with Carroll Baker, 2016". Something Wild.
  13. Laskey, Margaux. (March 7, 2014) When May Catches Up to December. The New York Times. ციტირების თარიღი: March 4, 2015