კეპლერ-20

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეპლერ-20
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ქნარი
პირდაპირი ასვლა: 19სთ 10წთ 47,524წმ
დახრილობა: +42გრად 20მინ 19,30სეკ +42° 20′ 19.30″
მანძილი: 950 სინათლის წელიწადი
მასა: 0,912 ± 0,035 M
რადიუსი: 0,944 R
სპექტრული ტიპი: G8
ტემპერატურა: 5466 ± 93 K
ვარსკვლავიერი სიდიდე: 12,5

კეპლერ-20დედამიწიდან 950 სინათლის წლის მოშორებით[1] მდებარე ვარსკვლავი ქნარის თანავარსკვლავედში, რომლის გარშემოც აღმოჩენილია 5 პლანეტა.[2] ამ ვარსკვლავის ვარსკვლავიერი სიდიდე 12,51-ია, ამიტომ მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. მისი დანახვისათვის საჭიროა მინიმუმ 15 სანტიმეტრიანი ტელესკოპი.[3] ის მზეზე ოდნავ მცირეა — მზის რადიუსის 94% და მზის მასის 91%. ფოტოსფეროს ეფექტური ტემპერატურა 5,466 K ოდნავ მცირეა მზისაზე, რის გამოც ის ყვითელია და G8 ტიპის ვარსკვლავადაა კლასიფიცირებული.[4][5] წყალბადისა და ჰელიუმის ელემენტების გარდა სხვათა სიუხვე (რასაც ასტრონომიაში მეტალურობა ეწოდება) დაახლოებით მზის მსგავსია. ის შესაძლოა მზეზე ხნიერი იყოს.[6]

პლანეტური სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 20 დეკემბერს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მკვლევართა გუნდმა განაცხადა აღმოჩენა 5 პლანეტიანი სისტემისა, რომელიც შეიცავს 3 პატარა გაზურ გიგანტს და პირველ 2 დედამიწის ზომის ეგზოპლანეტასკეპლერ-20e (აღმოჩენილი პირველი ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწაზე პატარაა და მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს)[7] და კეპლერ-20f, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.[8] მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტები დედამიწის ზომისაა, ისინი დედამიწის მსგავსი არაა, რადგან დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს ბრუნავს, ვიდრე დედამიწა და, აქედან გამომდინარე, სასიცოცხლო ზონაში არ იმყოფება. მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 760 °C და 427 °C-ია, შესაბამისად. სისტემაში არსებული ნეპტუნის ზომის სხვა პლანეტებიც: კეპლერ-20b, კეპლერ-20c და კეპლერ-20d დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს ბრუნავს.[9][10]




კომპანიონი
(ვარსკვლავიდან დაშორებით)
მასა
(დედამიწის მასა)
დიდი ნახევარღერძი
(აე)
ორბიტალური პერიოდი
(დღეები)
ექსცენტრისიტეტი დახრილობა რადიუსი
b
8,7 M
0,04537
3,6961219
<0,32
1,91 R
e
0,39-1,67 M
0,0630
6,098493
<0,28
0,868 R
c
16,1 M
0,0930
10,854092
<0,40
3,07R
f
0,66–3,04 M
0,1370
19,57706
<0,32
1,034 R
d
<20,1 M
0,3453
77,61184
<0,60
2,75 R

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეპლერ-16 b

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hand, Eric (20 December 2011). "Kepler discovers first Earth-sized exoplanets". Nature. .
  2. Johnson, Michele. (20 December 2011) NASA Discovers First Earth-size Planets Beyond Our Solar System. NASA. წაკითხვის თარიღი: 2011-12-20.
  3. Sherrod, P. Clay; Koed, Thomas L. (2003), A Complete Manual of Amateur Astronomy: Tools and Techniques for Astronomical Observations, Astronomy Series, Courier Dover Publications, с. 9, ISBN 0-486-42820-6, http://books.google.com/books?id=4zjv84hHNPcC&pg=PA9
  4. The Colour of Stars, Commonwealth Scientific and Industrial Research Organisation, December 21, 2004, http://outreach.atnf.csiro.au/education/senior/astrophysics/photometry_colour.html. წაკითხვის თარიღი: 2012-01-16
  5. Fressin, Francois; Torres, Guillermo; Rowe, Jason F.; Charbonneau, David; Rogers, Leslie A.; Ballard, Sarah; Batalha, Natalie M.; Borucki, William J. და სხვები. (February 2012). "Two Earth-sized planets orbiting Kepler-20". Nature 482: 195–198. arXiv:1112.4550. Bibcode 2012Natur.482..195F. .
  6. Schneider, Jean, Star : Kepler-20, CNRS/LUTH - Paris Observatory, http://exoplanet.eu/star.php?st=Kepler-20. წაკითხვის თარიღი: 2011-12-21
  7. NASA Staff. Artist's Concept of Kepler-20e. NASA. წაკითხვის თარიღი: 19 November 2014.
  8. http://kepler.nasa.gov/news/nasakeplernews/index.cfm?FuseAction=ShowNews&NewsID=172
  9. Overbye, Dennis. “Two Earth-Size Planets Are Discovered“, New York Times, 20 December 2011. წაკითხვის თარიღი: 2011-12-21. 
  10. Tate, Karl. (20 December 2011) At Last, Earth-Sized Alien Worlds (Infographic). Space.com. წაკითხვის თარიღი: 2011-12-21.