კეპლერ-20f

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეპლერ-20f

Kepler-20f Planet.jpg
მხატვრის წარმოსახვა
აღმოჩენა
აღმომჩენი კეპლერის მკვლევართა გუნდი
აღმოჩენის თარიღი 20 დეკემბერი, 2011
აღმოჩენის მეთოდი ტრანზიტული მეთოდი
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი (a) 0,1104 აე
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) <0,32
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 19,57706 დღე
დახრილობა (i) 88,68 °
ფიზიკური მახასიათებლები
საშუალო რადიუსი 1,034 R
მასა (m) 0.66-3,04 M
ტემპერატურა
ზედაპირზე 705 K

კეპლერ-20f — ვარსკვლავ კეპლერ-20-ის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტა. ეს პლანეტა ყურადსაღებია, რადგან მისი რადიუსი დედამიწის რადიუსთან ძალიან მიახლოებულია. პლანეტა ვარსკვლავიდან დაშორების მიხედვით მეოთხეა და მის ზედაპირზე ტემპერატურა 705 კელვინია, რაც თხევადი წყლის არსებობას გამორიცხავს (იხ. სასიცოცხლო ზონა). ამის ნაცვლად, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მას წყლის ორთქლის ატმოსფერო აქვს. სხვა 4 პლანეტასთან ერთად მისი აღმოჩენა 2011 წლის 20 დეკემბერს გამოაცხადეს.

ორბიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეპლერ-20e-სა და კეპლერ-20f-ის შედარება დედამიწასთან და ვენერასთან

კეპლერ-20f-ის დიდი ნახევარღერძი 0,1104 ასტრონომიული ერთეულია, ხოლო ორბიტალური პერიოდი 19,57706 დღე (უკიდურესად მცირე ცდომილებით). პლანეტის დახრილობა 88,68°-ია, რის გამოც მზის სისტემიდან დაკვირვებადია. სხვა პლანეტების მსგავსად, მისი მაქსიმალური ექსცენტრისიტეტი 0,32-ია.