კეპლერ-20e

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეპლერ-20e


მხატვრის წარმოსახვა
აღმოჩენა
აღმომჩენი კეპლერის მკვლევართა გუნდი
აღმოჩენის თარიღი 20 დეკემბერი, 2011
აღმოჩენის მეთოდი ტრანზიტული მეთოდი
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი (a) 0,0507 აე
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) <0,28
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 6,098493 დღე
დახრილობა (i) 87,50 °
ფიზიკური მახასიათებლები
საშუალო რადიუსი 0,868 R
მასა (m) 0.39-1.67 M
ტემპერატურა
ზედაპირზე 1040 K

კეპლერ-20eეგზოპლანეტა ვარსკვლავ კეპლერ-20-ის გარშემო. ეს პლანეტა ყურადსაღებია, რადგან ის პირველი პლანეტაა დედამიწაზე პატარა რადიუსით, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის ორბიტაზე იქნა ნაპოვნი. პლანეტა ვარსკვლავიდან დაშორებით მეორეა კეპლერ-20b-ს შემდეგ. მისი ზედაპირის ტემპერატურა 1040 K-ია, რის გამოც მის ზედაპირზე თხევადი წყალი ვერ იარსებებს (იხ. სასიცოცხლო ზონა). სხვა 4 პლანეტასთან ერთად, კეპლერ-20-ის აღმოჩენა 2011 წლის 20 დეკემბერს გამოაცხადეს.

ორბიტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეპლერ-20e-სა და კეპლერ-20f-ის შედარება დედამიწასთან და ვენერასთან

კეპლერ-20e-ს დიდი ნახევარღერძი 0,0507 ასტრონომიული ერთეულია, მისი ორბიტალური პერიოდი კი 6,098 დღეა (უკიდურესად მცირე ცდომილებით). ორბიტის დახრილობა 87,50°-ია, რის გამოც მისი ტრანზიტები მზის სისტემიდან დაკვირვებადია. სისტემის სხვა პლანეტის მსგავსად, ამ პლანეტის მაღალი მაქსიმალური ექსცენტრისიტეტი არის 0,28, თუმცა სისტემაში ყველაზე დაბალია.