ჩეჩნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკა)

ჩეჩნეთისრესპუბლიკა
Нохчийн Республика

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროშა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გერბი
Chechen%20Republic
დედაქალაქი გროზნო
ფართობი

- სულ
- წყალი %

76-ე

17 000 კმ²
0,8

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

49-ე

დაახ. 1 436 981 (2018)
დაახ. /კმ²

ფედერალური ოლქი ჩრდილოეთ კავკასიის
ეკონომიკური რაიონი ჩრდილოეთი კავკასია
სახელმწიფო ენა ჩეჩნური, რუსული
პრეზიდენტი რამზან კადიროვი
მთავრობის თავმჯდომარე ოდეს ბაისულთანოვი
საავტომობილო კოდი 20, 95
სასაათო ზონა MSK±0 (UTC+03:00)

ჩეჩნეთი (რუს. Чечня, ჩეჩ. Нохчийчоь), ოფიციალური სახელია ჩეჩნეთის რესპუბლიკა (რუს. Чеченская Республика, ჩეჩ. Нохчийн Республик) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში[1].

დედაქალაქი — გროზნო.

ესაზღვრება ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, სტავროპოლის მხარე, დაღესტანი და საქართველო.

დაფუძნდა 1922 წლის 30 ნოემბერს.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეჩნეთი მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში.

მთავარი მდინარეებია: თერგი, სუნჯა და არღუნი.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნიტური ისლამი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-ჩეჩნეთის მუდმივი ურთიერთობის დაწყება 1567 წელს მიეკუთვნება, როდესაც სუნჯა-თერგის შესართავთან პირველი რუსული ციხე-სიმაგრე გაჩნდა. ეს კავშირი მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე 1588 წელს ავიდა, როდესაც მოსკოვს პირველი ჩაჩნური ელჩობა ეწვია ბატა-მურზა ოკოცელის მეთაურობით. ფორმალურად ვიზიტი დასრულდა ჩეჩნეთის ერთ-ერთი ფეოდალურ სამფლობელოსა და მოსკოვის მთავარს შორის ვასალური ურთიერთობების გაფორმებით.

ჩეჩნეთის დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში XIX საუკუნეში შევიდა. 1860 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში თერგის ოლქი შეიმნა, რომლის შემადგენლობაშიც ჩეჩნეთის, იჩქერიის, ინგუშეთისა და მთის ოლქები შევიდა.

საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, 1920 წლის მარტში თერგის ოლქი გაუქმდა და ჩეჩნეთის (იჩქერიულთან გაერთიანებული) და ინგუშეთის (მთიანთან გაერთიანებული) ოლქები დამოუკიდებელ ტერიტორიულ წარმონაქმნებად გადაკეთდა.

ერთი წლის თავზე, 1921 წლის 20 იანვარს, ჩეჩნეთი და ინგუშეთი ყარაჩაი-ჩერქეზეთთან, ყაბარდო-ბალყარეთთან და ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად შევიდნენ ახლადშექმნილ მთის ასსრ-ში.

1922 წლის 30 ნოემბერს მთიელთა ასსრ-დან ჩაჩნეთის ავტონომიური ოლქი გამოიყო, 1924 წლის 7 ნოემბერს კი მთიელთა ასსრ ლიკვიდირებულ იქნა.

  • 1934 — ჩეჩნეთ-ინგუშეთის აო-ს შექმნა (1936-დან ასსრ).
  • 1944 — ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია მეტწილად ყაზახეთსა და ყირგიზეთში ოკუპანტებისთვის დახმარების გაწევის მცდელობის ბრალდებით. ჩიასსრ გაუქმდა და გროზნოს ოლქი ჩამოყალიბდა სრულიად სხვა საზღვრებში.
  • 1957—1991 — ჩიასსრ-ის აღდგენა ჩეჩენბისა და ინგუშების გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ.
  • 1991 — თვითაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის (შედეგად ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის) ინგუშეთისგან გამოყოფა. პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი (1991—1996) რუსეთისგან სრულფასოვნად გამოყოფისკენ იღებს კურსს.
  • დეკემბერი 1994 — ჩეჩნეთის პირველი ომის დასაწყისი, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს ჩეჩნეთის მთელ ტერიტორიაზე აღადგინოს კონტროლი. 1996 წლისთვის იქმნება პრორუსული მთავრობა დოკუ ზავგაევის მეთაურობით, 1996 წლის 21 აპრილს მოკლული იქნა პრეზიდენტი დუდაევი. თუმცაღა, 1996 წლის აგვისტოში სეპარატისტული ძალები გროზნოსა და გუდერმესს იღებენ. მათთან ხასავიურთის შეთანხმებას ეწერება ხელი, იჩქერიიდან გადიან ფედერალური ძალები და ხდება დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღდგენა.
  • 1997 — იჩქერიის პრეზიდენტად არჩეულია ასლან მასხადოვი. სეპარატისტ-საველე მეთაურებს შორის კონფლიქტი იწყება — ომთაშორისი კრიზისი ჩეჩნეთში.
  • 1999—2000 — ბასაევისა და ჰატაბის მებრძოლების დაღესტანში შეჭრის შემდეგ იწყება მეორე ჩეჩნური ომი, ფედერალურმა ძალებმა ჩეჩნეთის დიდ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს და მეთაურად ახმად კადიროვი დაინიშნა.
  • 2004 — ტერორისტული აქტის შედეგად ახმად კადიროვის დაღუპვის შემდეგ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი ალუ ალხანოვი გახდა.
  • 2007 — ალუ ალხანოვის გადაგომის შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტი ახმად კადიროვის ვაჟი - რამზან კადიროვი ინიშნება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]