მაკონდე
იერსახე

მაკონდე — უმთავრესად სამხრეთ ტანზანიასა და ნაწილობრივ ჩრდილო-აღმოსავლეთ მოზამბიკში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა 1 446 000 კაცი. ენა განეკუთვნება ბანტუ ენათა ოჯახის აღმოსავლურ ჯგუფს. უმრავლესობის რელიგიაა ისლამი. კულტურაში შეინიშნება სუაჰილისა და არაბების გავლენა. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 376.