კაბუ-დელგადუს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაბუ-დელგადუ)
Jump to navigation Jump to search
კაბუ-დელგადუ
პორტ. Cabo Delgado
Bridge over Rio Lurio EN1 road (3911465523).jpg
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ადმ. ცენტრი პემბა
კოორდინატები 12°45′00″ ს. გ. 39°30′00″ ა. გ. / 12.75000° ს. გ. 39.50000° ა. გ. / -12.75000; 39.50000
ფართობი 82 625 კმ²
მოსახლეობა 1 632 065 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 19,75 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]]
ISO 3166 კოდი MZ-P[1]
ოფიციალური საიტი http://www.cabodelgado.gov.mz/
Moçambique Cabo prov.png

კაბუ-დელგადუ (პორტ. Cabo Delgado) — პროვინცია მოზამბიკში.

კაბუ-დელგადუს პროვინცია მოზამბიკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მისგან ჩრდილოეთით გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და ტანზანიას შორის. პროვინციის დასავლეთით მდებარეობს ნიასის პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ნამპულის პროვინცია, აღმოსავლეთით — ინდოეთის ოკეანე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პემბა (141 316 მცხოვრები 2006 წლის მონაცემებით). ფართობი — 82 625 კმ². მოსახლეობა — 1 632 065 ადამიანი (2007). ადმინისტრაციული თვალსაზრისით კაბუ-დელგადუ იყოფა 16 რაიონად და 3 ოლქად. პროვინცია ძირითადად დასახლებულია მაკუასა და მაკონდეს ხალხებით.

მოზამბიკის დამოუკიდებლობის ომის წლებში კაბუ-დელგადუ ძირითადი ბაზა იყო ფრელიმოს პარტიზანებისთვის, რომლებიც დახმარებას იღებდნენ ტანზანიიდან.

კაბუ-დელგადუს პროვინციას მიაკუთვნებენ კვირიმბასის არქიპელაგს, რომელიც 2008 წლიდან დასახელებულია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის კანდიდატად. არქიპელაგის მთავარი ქალაქი იბო (დაახ. 3,5 ათასი მცხორვრები) 1761-1929 წლებში კაბუ-დელგადუს კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო (შემდეგ დედაქალაქი გადაიტანეს პორტ-ამელიაში, ახლა — პემბა). იბოში შემონახულია პორტუგალიური ფორტი სან-ჟუანი და კოლონიალური ადმინისტრაციის დროინდელი ნაგებობები.

პროვინციის რაიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.