კაბირიას ღამეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კაბირიას ღამეები“
დამდგმელი რეჟისორი ფედერიკო ფელინი
პროდიუსერი დინო დე ლაურენტისი
სცენარის ავტორი ფედერიკო ფელინი, ელიო ფლავიანო, ტულიო ფინელი, პიერ პაოლო პაზოლინი
როლებში ჯულიეტა მაზინა
მუსიკა ნინო როტა
ოპერატორი ალდო ტონტი
მონტაჟი ლეო კატოზო
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 10 მაისი 1957
ხანგრძლივობა 117 წუთი
ქვეყანა იტალია, საფრანგეთი
ენა იტალიური

კაბირიას ღამეები (იტალ. Le notti di Cabiria) — 1957 წლის იტალიური დრამატული ფილმი. რეჟისორი და სცენარის ავტორია ფედერიკო ფელინი. ფილმის პრემიერა 1957 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. კინოკრიტიკოსები მას ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმებს შორის მოიხსენიებენ, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელ ჯულიეტა მაზინას „ჩაპლინი კაბაში“ შეარქვეს.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომელი მეძავი კაბირია, მიუხედავად რთული ცხოვრბისა, ინარჩუნებს ცხოვრებაზე ოპტიმისტურ შეხედულებას და არ კარგავს ნამდვილი სიყვარულის პოვნის იმედს. მამაკაცი, რომელსაც ის გაიცნობს, კინოვარსკვლავია და ოსკარი ჰქვია. კაბირიას ოსკარი შეუყვარდება და მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას და ხელობის მიტოვებას აპირებს. კაბირია გაყიდის თავის საყვარელ პატარა სახლს, გაიტანს ბანკიდან მთელ დანაზოგს, მაგრამ მოტყუვდება. ოსკარი კაბირიას ფულს გამოსტყუებს და გაქრება. კაბირიას ოცნება - შეცვალოს ცხოვრება, ჰყავდეს ქმარი, შვილები და ისე იცხოვროს, როგორც ცხოვრობს უმრავლესობა, განუხორციელებელი რჩება. კაბირია კარგავს ყველაფერს, გარდა იმედისა.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფელინის მეძავზე ფილმის სცენარი შესთავაზა პიერ პაოლო პაზოლინიმ 1955 წელს.[1]ეს იყო ამბავი რომაელ მეძავ ქალზე, კაბირიაზე, რომელიც ცხოვრების წესის შეცვლაზე ოცნებობს. ფელინიმ წინა ფილმის, „თაღლითების“ გადაღების დროს გაიცნო მეძავი ვანდა, რომელიც რომის აკვედუკის ახლოს, ნანგრევებში ცხოვრობდა და რომელმაც ფელინის რომში პროსტიტუციის საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო.[2]მეძავის სახელი კაბირია ფელინიმ ისესხა მუნჯი კინოს ეპოქის იტალიური ფილმიდან „კაბირია“, რომელიც გაბრიელე დ'ანუნციოს რომანის მიხედვითაა გადაღებული. კაბირია, როგორც პერსონაჟი, გამოჩნდა ფელინის ადრეულ ფილმში „თეთრი შეიხი“. პერსონაჟის შექმნის შთაგონების წყარო ფელინისთვის იყო ჩარლი ჩაპლინის ფილმ „დიდი ქალაქის ჩირაღდნების“ მაწანწალა პერსონაჟი. ჩაპლინის ამ პერსონაჟთანაა პარალელები კაბირიას ცეკვისა და კინოვარსკვლავის გაცნობის ეპიზოდებში.[2]

ფელინის შემდეგ ფილმზე უპირატესი უფლება პროიდსერ გოფრედო ლომბარდოს ჰქონდა.[2] მაგრამ ის, როგორც სხვა პროდიუსერები შეაშინა ფილმის სცენარმა. ფილმის გამოშვება მხოლოდ დინო დე ლაურენტისმა გაბედა, რომლემაც ფელინისთან კონტრაქტი გააფორმა ხუთი ფილმის გამოშვებაზე.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ფელინის გადაუღია ფილმი, რომელშიც ამტკიცებს, თითქოს წმინდა ქალაქი მეძავებმა დაიპყრეს“ - წერდა ვატიკანის პრესა. ამიტომ ფილმი იტალიის ეკრანებზე ფილმი მანამ არ გამოდიოდა, სანამ ის არ ნახა და მოიწონა გენუის კარდინალმა ჯუზეპე სირიმ.[1] ეკლესიის მოთხოვნით ფელინიმ ფილმიდან ამოჭრა ეპიზოდი, რომელიც კანის კინოფესტივალზე ნაჩვენებ ვერსიაში იყო. ეპიზოდში ტომრიანი კაცი გლახაკებს სარჩოს ურიგებდა. სამღვდელოებამ მიიჩნია, რომ ამით ფელინი აკრიტიკებდა ეკლესიას, რომლის ფუნქციაც არის გლახაკთა დაპურება.[2]

პაზოლინის შეფასებით ფელინიმ სცენარი მეძავზე, რომელსაც გარემო არ აძლევს საშუალებას, შეიცვალოს ცხოვრება, აქცია ფილმად წმინდანზე, რომელიც მეძავობაშიც კი ინარჩუნებს ადამიანურ ღირსებას.[1] ჟორჟ სადულის აზრით:

ვიკიციტატა
„კაბირია თანამედროვე დონ-კიხოტია, რადგან იგი ღიაა სამყაროს მიმართ, იგი ყველას ენდობა[1]

თავად ფელინიმ კაბირიას პერსონაჟი შეადარა მაზინას მიერ ფელინის ფილმებში განსახიერებულ სხვა პერსონაჟებს: ჯელსომინასა და ჯულიეტას. ფელინის აზრით კაბირია ჯელსომინას დაცემული დაა. უფრო რთულია საერთოს მოძებნა კაბირიასა და ჯულიეტას შორის. ორივე ზრდასრული ქალია, რომლებიც ცდილობენ რელიგიის, მისტიკისა და სიყვარულის მეშვეობით საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის
  2. კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: ჯულიეტა მაზინა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 „კაბირიას ღამეები” – 50. გიორგი გვახარია, რადიო „თავისუფლება“. ციტირების თარიღი: 24 ივლისი 2007.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Федерико ФЕЛЛИНИ: Я ВСПОМИНАЮ. novayagazeta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-04-22. ციტირების თარიღი: 7 მარტი 2002.