შინაარსზე გადასვლა

დინო დე ლაურენტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინო დე ლაურენტისი
დაბადების სახელი აგოსტინო დე ლაურენტისი
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1919
ტორე-ანუნციატა, იტალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 2010 (91 წლის)
ლოს-ანჯელესი, აშშ
საქმიანობა პროდიუსერი
აქტიური 1938-2010
მეუღლე(ები)

სილვანა მანგანო 1949-1988

მართა შუმახერი 1990-2010
ოსკარი 2001 — ირვინგ თელბერგის სახელობის ჯილდო

დინო დე ლაურენტისი (იტალ. Dino De Laurentiis; დ. 8 აგვისტო, 1919, რომი — გ. 10 ნოემბერი, 2010, ლოს-ანჯელესი) — იტალიელი კინოპროდიუსერი.

დაიბადა ნეაპოლის პროვინციის ქალაქ ტორე-ანუნციატაში. ყიდდა მამის მიერ დამზადებულ სპაგეტს. შემდგომ სწავლობდა კინემატოგრაფიას რომში, თუმცა სწავლაში ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა. პირველი ფილმი 1940 წელს გამოუშვა. შემდეგ დააარსა საკუთარი კომპანია Dino de Laurentiis Cinematografic. თანამშრომლობდა პროდიუსერ კარლო პონტისთან და რეჟისორ ფედერიკო ფელინისთან. გამოშვებული აქვს ცნობილი ნეორეალისტური ფილმები,

წელიდასახელებაორიგინალური დასახელებარეჟისორი
1948მწარე ბრინჯიRiso Amaroჯუზეპე დე სანტისი
1952ევროპა 51Europa '51რობერტო როსელინი
1954ნეაპოლის ოქროL'oro di Napoliვიტორიო დე სიკა
1954გზაLa Stradaფედერიკო ფელინი
1956კაბირიას ღამეებიLe notti di Cabiriaფედერიკო ფელინი
1961ბარაბაBarabbasრიჩარდ ფლეიშერი
1967უცხოLo stranieroლუკინო ვისკონტი
1973სერპიკოSerpicoსიდნეი ლუმეტი
1976კინგ კონგიKing Kongჯონ გილერმინი
1981რეგთაიმიRagtimeმილოშ ფორმანი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]