ჟორჟ სადული

From ვიკიპედია
Jump to navigation Jump to search
ჟორჟ სადული
ფრანგ. Georges Sadoul
Georges Sadoul-Film nr 21 - 1947-07-01.JPG
დაბ. თარიღი 4 თებერვალი 1904(1904-02-04)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ნანსი[6]
გარდ. თარიღი 13 ოქტომბერი 1967(1967-10-13)[6] [1] [2] [3] [4] [5] (63 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[6]
მოქალაქეობა საფრანგეთი
მუშაობის ადგილი პარიზის ხელოვნების ფაკულტეტი, პარიზის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, L'Est Républicain, Les Lettres Françaises, France Inter და L'Humanité
ალმა-მატერი პარიზის ხელოვნების ფაკულტეტი
მამა შარლ სადული

ჟორჟ სადული (ფრანგ. Georges Sadoul; დ. 4 თებერვალი, 1904, ნანსი, საფრანგეთი — გ. 13 ოქტომბერი, 1967, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი ისტორიკოსი, თეორეტიკოსი და კინოკრიტიკოსი.

დაიწყო როგორც სიურრეალისტმა. 1932 წელს გაწევრიანდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში. მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. თანამშრომლობდა იატაკქვეშა გაზეთ „ლეტრ ფრანზესში“ (იქ მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც). სტატიებს აქვეყნებდა „იუმანიტეში“ და სხვ. ხელმძღვანელობდა საფრანგეთის ფილმოთეკას. უმაღლესი კინოგანათლებისა და ფილმოლოგიის ინსტიტუტების პროფესორი. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

ჟორჟ სადულმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი კინემატოგრაფიის საკითხზე, მათ შორის აღსანიშნავია: „მსოფლიო კინოს ისტორია“, „კინოხელოვნების ისტორია“ და სხვა.

თხზულებები[edit | edit source]

  • George Mélies, P., 1961;
  • Louis Lumiére, P., 1964;
  • Dictionnaire des films, P., 1965;
  • Dictionnaire des cinèastes, P., 1965;
  • Жизнь Чарли, пер. с франц., 2 изд., М., 1965.

რესურსები ინტერნეტში[edit | edit source]

სქოლიო[edit | edit source]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio
  5. 5.0 5.1 BD Gest'
  6. 6.0 6.1 6.2 Садуль Жорж // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.