კაბალა (იჯარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაბალა (მრავალმნიშვნელოვანი).

კაბალა (არაბ. كبالة kabāla — „ვალდებულება“, „ხელწერილი“) — იჯარა, სხვისი ქონებით სარგებლობის საზღაური ძველ საქართველოში. გვხვდება ნიკორწმინდის XI საუკუნის სიგელში (მიწის „საკაბალოდ მიცემაი“ და სახლსა „ზედა კაბალისა დადებაი“), დიდ სჯულისკანონში (დაბის, სოფლის „მიკაბალება“) და სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში (საკაბალოდ გაცემულად დასახელებული აქვს ხარი).[1]

ძველ რუსეთში კაბალა პირადი დამოკიდებულების მძიმე ფორმას წარმოადგენდა, ჩვეულებრივ, სესხთან დაკავშირებულს, რომლის ძალითაც მოვალე სესხის მიმცემის ყმა ხდებოდა ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში;[2] აგრეთვე სავალო ვალდებულების გამფორმებელ იურიდიულ აქტს. ტერმინი გაჩნდა XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე.

კაბალა ასევე ეწოდება ვინმეზე უკიდურესად მძიმე, მონურ დამოკიდებულებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკომენდებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანთელავა ი., ტერმინ „კაბალაის“ მნიშვნელობისათვის, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1978, [ტ.] 5;
  • გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ, 2, თბ., 1956;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 291–292, თბ. 1980 წელი.
  2. კაბალა. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2020.