ირაკლი ანთელავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანთელავა, ირაკლი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ანთელავა
დაბ. თარიღი ირაკლი გიორგის ძე ანთელავა
21 თებერვალი, 1912
ზუგდიდი
გარდ. თარიღი 17 მარტი, 1978
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი
ჯილდოები საქართველოს და აფხაზეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე; აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის პრემია

ირაკლი გიორგის ძე ანთელავა (დ. 21 თებერვალი, 1912, ზუგდიდი, — გ. 17 მარტი, 1978, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. საქართველოს (1966) და აფხაზეთის (1961) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი და 1936 წელს ლენინგრადის ფინანსურ-ეკონომიკური ინსტიტუტი. 1938-1956 წლებში მუშაობდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში. 1938-1954 წლებში შეთავსებით — მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სსრკ ისტორიის კათედრაზე (1942 წლიდან გამგედ). 1865 წლიდან — ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. საქართველოს ახალი ისტორიის ინსტიტუტის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1957 წლიდან — გამგედ. 1958 წლიდან შეთავსებით არის თსუ სსრკ ისტორიის კათედრის პროფესორი. ანთელავა მუშაობს XVII-XIX საუკუნეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, ფეოდალური ურთიერთობის რღვევისა და კაპიტალიზმის გენეზისის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. ანთელავას ნაშრომს „სახელმწიფო გლეხები XIX საუკუნის საქართველოში“ (სოხუმი, 1955, ტ. 1-2, თბ., 1962-1969, რუსულ ენაზე) მიენიჭა აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის პრემია (1970).

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 458, თბ., 1975
  • ირაკლი ანთელავა (ცხოვრება და შემოქმედება), თბილისი, 1979.
  • ო. ჟორდანია. ანთელავა ირაკლი გიორგის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 157.