ისლამური ხელოვნების მუზეუმი (კაირო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლამური ხელოვნების მუზეუმი
30°03′00″ ჩ. გ. 31°22′00″ ა. გ. / 30.05000° ჩ. გ. 31.36667° ა. გ. / 30.05000; 31.36667
დაარსდა 1903
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
მდებარეობა კაიროს მუჰაფაზა
დირექტორი მამდუ ოსმანი
ოფიციალური საიტი miaegypt.org
Map

ისლამური ხელოვნების მუზეუმი (ეგვიპტ. არაბ. متحف الفن الاسلامى) — ისლამური ხელოვნების მუზეუმი კაიროში, ეგვიპტე. ეს დაწესებულება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმად ითვლება, აქ დაცული იშვიათი ხისა და თაბაშირის არტეფაქტების განსაკუთრებული კოლექციით, ასევე ლითონის, კერამიკის, მინის, ბროლისა და ტექსტილის ნიმუშებით. მუზეუმი ისლამური ხელოვნების ყველა პერიოდიდან მოიცავს არტეფაქტებს.

ბოლო წლებში, მუზეუმი 25 საგამოფენო დარბაზში 4 500 ნამუშევარია წარმოდგენილი,[1] მაგრამ დაწესებულება 100 000-ზე მეტ ნივთს მოიცავს, რომლებიც საცავებშია განთავსებული. კოლექცია მოიცავს ყურანის იშვიათ ხელნაწერებს, ნაწარმოების ვერცხლის მელნით შესრულებულ კალიგრაფიის ნიმუშებს, გაფორმებულ ფურცლებს.

ისლამური ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობით ფუსტატის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მოეწყო. მუზეუმის ორგანიზებით ხშირად ეწყობა ეროვნული და საერთაშორისო გამოფენები. 2003 წელს მუზეუმი სარემონტო სამუშაოების გამო დაიხურა და 8 წლის შემდეგ, 2010 წლის აგვისტოში გაიხსნა.[1] მუზეუმის განახლების სამუშაოებისათვის, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტური ფარაონული ხელოვნებისათვის 1858 წელს ეგვიპტის სიძველეების დეპატრამენტი და ეგვიპტის ანტიკური მუზეუმი დაარსდა, რის გამოც ისლამური ხელოვნების ნიმუშები ნაკლებად დაფასებული გახდა. ხედივ ისმაილ ფაშამ წამოაყენა წინადადება ბეიბარს I-ის სახელობის მეჩეთის ეზოში ისლამური ხელოვნების მუზეუმის დაარსების შესახებ, მაგრამ ეს იდეა 1880 წლამდე არ განხილულა. მოგვიანებით, ტაუფიკ ფაშამ ხარისხის სამინისტროს (არაბ. الأوقاف - Awqaf) დაწესებულების აშენების დავალება მისცა.

იულიუს ფრანცმა, უნგრული წარმოშობის ავსტრიელი მეცნიერმა, რომელიც ხარისხის სამინისტროს ტექნიკური დეპარტამენტის მმართველი იყო, 1881 წელს წამოაყენა იდეა, რომ ფატიმიდ ხალიფატის ალ-ჰაკიმის მეჩეთი, ბაბ ალ-ფუტუჰის მიმდებარედ, მუზეუმის დროებით ადგილმდებარეობად შერჩეულიყო. მოგვიანებით გალერეა დაწესებულების აღმოსავლეთ ნაწილში განთავსდა და სხვადასხვა მონუმენტებიდან გადატანილ დაახლოებით 111 არქიტექტურულ ნივთს მოიცავდა.

საქმეები გაუმჯობესდა იმავე წელს, როდესაც ხედივ ისმაილ ფაშამ დააარსა „არაბული სიძველეების კომიტეტი“, რომლის მოვალეობებში შედიოდა არაბული მუზეუმის მართვა და ამ დაწესებეულების ექსპონატებით მომარაგება. შედეგად, მეჩეთის ყველა დარბაზი გააივსო. 1884 წელს, 900 ობიექტის განსათავსებლად მეჩეთის ეზოში ორსართულიანი ნაგებობა აშენდა, მაგრამ დაწესებულების პერსონალი კვლავ მხოლოდ ერთი კურატორისა და კარის მცველისგან შედგებოდა.

1887 წელს, ასევე ავსტრო-უნგრელმა მაქს ჰერცმა ჩაანაცვლა იულიუს ფრანცი და დაწესებულებაში მრავალი ცვლილებების განხორციელება დაიწყო. მან დაწესებულების სახელად კვლავ „არაბული სიძველეების გალერეა“ (არაბ. دار الآثار العربية - Dar Al-Athar Al-Arabiya) დააწესა. 1895 წლისათვის კოლექციაში შემავალი არტეფაქტების რიცხვმა 1641-ს მიაღწია და მუზეუმისათვის ახალი შენობის მოძიება გახდა საჭირო. დირექტორმა ჰერცმა ხარისხის სამინისტროს მუზეუმისათვის ახალი, უფრო დიდი ზომის შენობის აშენება სთხოვა. 1899 წელს დაიწყო ახალი ნაგებობის მშენებლობა ისლამური კაიროს ტერიტორიაზე (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ეგვიპტეში 1979 წლიდან), რომელიც დღესაც მუზეუმის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.

ახალი და ამჟამინდელი მუზეუმის შენობა ალფონსო მანესკალოს დიზაინითაა შექმნილი, რომლის მშენებლობა 1902 წელს დასრულდა. ნაგებობა ნეო-მამლუქური სტილითაა შექმნილი და მის ზედა სართულზე ეგვიპტის ეროვნული ბიბლიოთეკა და არქივია განთავსებული. მუზეუმის ძველი შენობა ალ-ჰაკიმში დაანგრიეს 1970-იან წლებში, მეჩეთის განახლებისას.

დაზიანება ბომბის გამო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 24 იანვარს, მანქანის ბომბის საშუალებით აფეთქების გამო კაიროს პოლიციის სათაო ოფისის მიმდებარედ, გზის გადაღმა მდებარე კაიროს ისლამური ხელოვნების მუზეუმი ძალიან დაზიანდა და არტეფაქტა ნაწილი განადგურდა. მუზეუმის საკუთრებაში არსებული არტეფაქტების დაახლოებით 20%-30%-ს განახლება სჭირდებოდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა დაწესებულების ფასადიც, წაშალა მასზე დატანილი ისლამური სტილის ნამუშევრები. ასევე დაზიანდა იმავე ნაგებობაში არსებული ეროვნული ბიბლიოთეკა და არქივი.[2][3][4]

მუზეუმი განახლების შემდეგ ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის კოლექციები მოიცავს არტეფაქტებს ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა: ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოები, ანდალუსია, არაბეთის ნახევარკუნძული და ირანი. ნამუშევრები VII - XIX საუკუნეებით თარიღდება. ისლამური ხელოვნების მუზეუმი მარჯვენა ფრთის განყოფილებაში წარმოდგენილია არტეფაქტები ომაიანთა, აბასიანთა სახალიფოს, აიუბიდების, მამლუქებისა და ოსმალეთის იმპერიის პერიოდებიდან. ისლამური ხელოვნების მუზეუმი მარჯვენა ფრთის განყოფილებაში სექციებად იყოფა: მეცნიერების, ასტრონომიის, კალიგრაფიის, მონეტების, ქვებისა და ქსოვილების განყოფილებები, რომლებიც თარიღების მიხედვითაა განლაგებული.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 "Largest Islamic art museum reopens after 8 years", CBC News, August 14, 2010, webpage: CBC-14
  2. „Cairo Blast Rips Into Islamic Art Museum, Damaging Key Global Collection“. 2014-01-26. ციტირების თარიღი: 2018-02-28.
  3. „Cairo's Islamic Art Museum bombed“. BBC News (ინგლისური). 2014. ციტირების თარიღი: 2018-02-28.
  4. Cairo, Associated Press in. (2014-01-26) Unesco to assess blast damage at Islamic museum in Cairo en. ციტირების თარიღი: 2018-02-28
  5. Exhibition areas of the MIA.