შინაარსზე გადასვლა

ასტროლაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეფე ვახტანგ VI პირადი ასტროლაბი (1716-1719). თითბერი

ასტროლაბი (ძვ. ბერძნ. ἀστρολάβος[astrolábos] < ასტრო... და λαμβάν-[lambán-]— „დაჭერა“) — უძველესი ასტრონომიული და გეოდეზიური ხელსაწყო. გამოიგონა ჰიპარქემ ძვ. წ. II საუკუნის დასასრულს. თავდაპირველად ასტროლაბი წარმოადგენდა ვერტიკალურ ჩამოსაკიდ ბრინჯაოს წრეს, რომლითაც ჰორიზონტზე ვარსკვლავთა სიმაღლეს საზღვრავდნენ, შემდეგ ასტროლაბს დაუმატეს ლიმბი — ჰორიზონტალური წრე გრადუსული დანაყოფებიანი და წყვილდიოპტრიანი უძრავი და მოძრავი ალიდადა, ხოლო XVII საუკუნის დასასრულს — ჭოგრი.

ასტროლაბი თანამედროვე კუთხსაზომი ხელსაწყოს — თეოდოლიტის წინამორბედია. საზღვაოსნო პრაქტიკაში ასტროლაბი შეცვალა სექსტანტმა. პრიზმულ ასტროლაბს დღესაც იყენებენ. მას აქვს ჰორიზონტულად დაყენებული ჭოგრი, ჭოგრის ობიექტივის წინ — ორწახნაგა პრიზმა და ვერცხლისწყლიანი ხელოვნური ჰორიზონტი.

პრიზმული ასტროლაბით განისაზღვრება ადგილობრივი დრო და განედი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცულის ვახტანგ VI-ის დროინდელი ასტროლაბი.