იოჰან ფრიდრიხი (ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იოჰან ფრიდრიხი
Johann Hulsmann - Joh Friedrich Herzog von Braunschweig-Luneberg-Kalenburg - 1675.jpg
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
მმართ. წლები: 1665-1679
წინამორბედი: გეორგ ვილჰელმი
მემკვიდრე: ერნესტ ავგუსტი
სხვა წოდებები: კალენბერგის მთავარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აპრილი, 1625
დაბ. ადგილი: გეტინგენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 18 დეკემბერი, 1679, (54 წლის)
გარდ. ადგილი: აუგსბურგი, გერმანია
მეუღლე: ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი
შვილები: შარლოტა, მოდენის ჰერცოგინია
ვილჰელმინა ამალია, საღვთო რომის იმპერატრიცა
დინასტია: ჰანოვერები
მამა: გეორგი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
დედა: ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ კათოლიციზმი

იოჰან ფრიდრიხი (გერმ. Johann Friedrich; დ. 25 აპრილი, 1625, გეტინგენი, გერმანია — გ. 18 დეკემბერი, 1679, აუგსბურგი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და კალენბერგის მთავარი 1665-1679 წლებში. მოდენის ჰერცოგინია შარლოტასა და საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალიას მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან ფრიდრიხი დაიბადა 1625 წლის 25 აპრილს გეტინგენში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ გეორგისა და მისი ცოლის, ანა ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელის შუათანა ვაჟი. 1651 წელს მთელი მისი ოჯახი და მათ შორის თავად იოჰან ფრიდრიხიც კათოლიკე გახდა. მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძმამ დაიკავა, იოჰან ფრიდრიხმა მისგან კალენბერგის მთავრობა მიიღო.

1665 წელს იოჰან ფრიდრიხი ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი ხდება. 1666 წელს ვერსალის სასახლის შთაგონებით ჰანოვერთან ახლოს დაიწყო ჰერენჰაუზენის სასახლის მშენებლობა.

1667 წელს სასახლის მშენებლობისათვის ვენეციელი არქიტექტორი, ჯიროლამო სარტორიო დაიქირავა, რომელმაც დააპროქტა სასახლის ბაღები და თავად ქალაქ ჰანოვერის არაერთი ნაგებობა.

1676 წელს მან გოტფრიდ ლაიბნიცი დანიშნა სამეფო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარად. აქედან დაიწყო ლაიბნიცის ორმოცწლიანი სამსახური ჰანოვერის სამეფო ოჯახისათვის. იგი მათ სამ თაობას ემსახურა.

იოჰან ფრიდრიხი გარდაიცვალა 1679 წლის 18 დეკემბერს აუგსბურგში, 54 წლის ასაკში. ვინაიდან ვაჟი არ დარჩენია, ტახტი მისმა ძმამ, ერნესტ ავგუსტმა დაიკავა.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1668 წლის 30 ნოემბერს იოჰან ფრიდრიხმა ცოლად შეირთო პრინცესა ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი (1652-1730), სიმერნის პფალცგრაფ ედუარდისა და ანა გონძაგას ქალიშვილი, რომელთანაც შეეძინა ოთხი გოგონა:

  1. ანა სოფია (1670-1672), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. შარლოტა ფელისიტა (1671-1710), ცოლად გაჰყვა მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ რინალდოს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. ჰენრიეტა მარია (1672-1687), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. ვილჰელმინა ამალია (1673-1742), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jill Bepler: Ansichten eines Staatsbegräbnisses. Funeralwerke und Diarien als Quelle zeremonieller Praxis. In: Jörg Jochen Berns, Thomas Rahn (Hrsg.): Zeremoniell als höfische Ästhetik in Spätmittelalter und Früher Neuzeit. Tübingen 1995, ISBN 3-484-36525-0, S. 183–197 (über die Beisetzung von Herzog Johann Friedrich 1680 in Hannover).
  • Adolf Köcher: Johann Friedrich, Herzog zu Braunschweig-Lüneburg (Hannover). In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 14, Duncker & Humblot, Leipzig 1881, S. 177–181.
  • Klaus Mlynek: In: Dirk Böttcher, Klaus Mlynek, Waldemar R. Röhrbein, Hugo Thielen: Hannoversches Biographisches Lexikon. Von den Anfängen bis in die Gegenwart. Schlütersche, Hannover 2002, ISBN 3-87706-706-9, S. 189.
  • Waldemar R. Röhrbein: Die Schloßkirche wird katholisch. In: Hans Werner Dannowski, Waldemar R. Röhrbein (Hrsg.): Geschichten um Hannovers Kirchen. Studien, Bilder, Dokumente. Lutherhaus-Verlag, Hannover 1983, ISBN 3-87502-145-2, S. 166–169.
  • Georg Schnath: Johann Friedrich. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 10, Duncker & Humblot, Berlin 1974, ISBN 3-428-00191-5, S. 478 f. (Digitalisat).
  • Annette von Stieglitz: Landesherr und Stände zwischen Konfrontation und Kooperation. Die Innenpolitik Herzog Johann Friedrichs im Fürstentum Calenberg 1665–1679. Hahn, Hannover 1994, ISBN 3-7752-5895-7