იოჰან ბერნული
იოჰან ბერნული | |
---|---|
გერმ. Johann Bernoulli | |
დაბ. თარიღი | 27 ივლისი (6 აგვისტო), 1667[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ბაზელი, შვეიცარიის კავშირი[1] [5] [3] |
გარდ. თარიღი | 1 იანვარი, 1748[1] [2] [3] [4] [6] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაზელი, შვეიცარიის კავშირი[1] [3] |
დასაფლავებულია | Peterskirche[13] |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | მათემატიკოსი[14] , ფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერი[14] |
მუშაობის ადგილი | ბაზელის უნივერსიტეტი[15] [3] და გრონინგენის უნივერსიტეტი[5] |
ალმა-მატერი | ბაზელის უნივერსიტეტი[3] [16] |
განთქმული მოსწავლეები | Guillaume de l'Hôpital[3] |
მეუღლე | Dorothea Falkner[3] |
მამა | Nicholas Bernoulli |
დედა | Margaretha Bernoulli |
შვილ(ებ)ი | Nicolaus II Bernoulli, Daniel Bernoulli[17] , Johann II Bernoulli და Anne Catherine Bernoulli[18] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი[3] |
ხელმოწერა | |
იოჰან ბერნული (დ. 6 აგვისტო, 1667, ბაზელი — გ. 1 იანვარი, 1748, იქვე) — შვეიცარიელი ფიზიკოს-მათემატიკოსი. იოჰანი იყო ბერნულის ოჯახის ერთ-ერთი გამოჩენილი მათემატიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოჰან ბერნული დაიბადა 1667 წლის 6 აგვისტოს, ბაზელში, ფლამინდიელ ოჯახში. მისი მამა იყო ნიკოლას ბერნული, ხოლო დედა — მარგარეტ შჩონაური. მისი ოჯახი XVI საუკუნეში ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში, ჰერცოგ ალბას დევნის გამო. ამ ცნობილი გვარის ფუძემდებელი იყო იაკობ ბერნული. მისი ოჯახიდან რამდენიმე ცნობილი ფიზიკოსი და მათემატიკოსია გამოსული, თუმცა ამ გვარის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად ფიზიკაში მიიჩნევიან იოჰანი, მისი ძმა იაკობი და იოჰანის შვილი დანიელი. იოჰან ბერნული სწავლობდა ბაზელის უნივერსიტეტში მედიცინის განხრით. მამამისს სურდა, რომ იოჰანი გამოსულიყო ბიზნესმენი, თუმცა შვილს ეს პროფესია არ მოსწონდა და ამიტომ მამამისს მოუწია შვილი სამედიცინო ფაკულტეტზე შეეყვანა. თუმცა მომავალში იოჰანმა სამედიცინოზე სწავლა არ განაგრძო და თავისი ძმის, იაკობის მხარეს გადაიხარა: იგი გაიტაცა მათემატიკამ[19]. აღსანიშნავია, რომ ბაზელის უნივერსიტეტში ყოფნის დროს ძმები ერთად მუშაობდნენ გარკვეულ საკითხებზე. 1694 წელს იოჰანი დაქორწინდა დოროთეა ფალკნერზე და მალევე, 1695 წელს, მან მიიღო მათემატიკის პროფესორის თანამდებობა გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები). 1705 წელს ბერნულს მოუწია სამშობლოში (ბაზელში) დაბრუნება. ამავე წელსვე ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი ძმა. აგრეთვე 1705 წელს ბერნული გახდა ბაზელის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე. 1724 წელს ბერნულმა მიიღო მონაწილეობა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოჰან ბერნული პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი იყო. ამ აკადემიის გამოცემაში მან 9 ნაშრომის გამოქვეყნება მოახერხა.
იოჰან ბერნული ცნობილია ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვების სფეროში რამდენიმე აღმოჩენით. იგი აგრეთვე ამუშავებდა დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის მეთოდებს. თავის ძმასთან, იაკობთან ერთად მან მოგვცა ვარიაციული აღრიცხვის საწყისები, ითვლება სხვადასხვა მრუდების სიგრძეს. იგი იყო ავტორი ბევრი ორიგინალური მეცნიერული ნაშრომისა ხსენებულ საკითხებში. აღსანიშნავია, რომ მას ეკუთვნის დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის პირველი სისტემატური გადმოცემა. სწორედ მან დასვა და ამოხსნა ამოცანა ტრაექტორიაზე და გეოზიდურ ხაზებზე. როგორც ფიზიკოსმა, მან მოგვცა მუშაობის ზუსტი განსაზღვრა და გამოიკვლია წინააღმდეგობის გამწევ გარემოში სხეულთა მოძრაობა.
მეცნიერების ისტორიაში მყარად შევიდა ასეთი განსაზღვრება: „ბერნულის ლემნისტიკა“, „ბერნულის რიცხვები“, „ბერნულის პილინომერი“, არეთვე „ბერნულის თეორემა“, რომელიც წარმოადგენს ენერგიის შენახვის ზოგადი კანონისზედმიწევნით დამუშავებას. ანავე თეორემის მათემატიკურ ფორმას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული „ბერნულის ფორმულა“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 29-30, თბ., 1978.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Johann Bernoulli at the Mathematics Genealogy Project
- O'Connor, John J.; Robertson, Edmund F., "Johann Bernoulli", MacTutor History of Mathematics archive, University of St Andrews.
- Golba, Paul,"Bernoulli, Johan"
- "Johann Bernoulli
- "Johann Bernoulli"[მკვდარი ბმული], MacTutor History of Mathematics archive, Weisstein, Eric Wolfgang[მკვდარი ბმული] (ed.). "Bernoulli, Johann (1667–1748)". ScienceWorld.
- Truesdell, C. (March 1958). "The New Bernoulli Edition". Isis. 49 (1): 54–62.doi:10.1086/348639. JSTOR226604. discusses the strange agreement between Bernoulli and de l'Hôpital on pages 59–62.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118509969 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 4.0 4.1 Johannes Bernoulli — 2009.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Catalogus Professorum Academiae Groninganae — 2014.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ GeneaStar
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 14.0 14.1 Czech National Authority Database
- ↑ Наточин Ю. В. Становление физиологии в России: XVIII век, The Development of Physiology in 18th Century in Russia // Историко-биологические исследования — 2016. — Т. 8, вып. 2. — С. 9–24. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ Geni.com — 2006.
- ↑ Sanford, Vera (2008) [1958]. A Short History of Mathematics (2nd ed.). Read Books.ISBN1-4097-2710-6 OCLC 607532308