იოჯი შინიკავა
| იოჯი შინიკავა | |
|---|---|
| 新川 洋司 | |
|
იოჯი შინიკავა 2008 წელს | |
| დაბადების თარიღი |
25 დეკემბერი, 1971 ჰიროსიმა, იაპონია |
| ეროვნება | იაპონელი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | კიოტო სეიკას უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | ილუსტრატორი |
| აქტიური | 1994-დღეემდე |
| დამსაქმებელი | Kojima Productions |
| ცნობილი ნაშრომები | „Metal Gear“ |
იოჯი შინიკავა (იაპონ. 新川洋司 შინიკავა იოჯი?, დ. 25 დეკემბერი, 1971) — იაპონელი მხატვარი, რომელიც ცნობილია ვიდეო თამაშების სერიის, „Metal Gear“-ის ილუსტრაციით და იაპონელ ვიდეო თამაშების დიზაინერ ჰიდეო კოჯიმასთან მრავალ წლიანი თანამშრომლობით.
იოჯი შინიკავა დაიბადა 1971 წლის 25 დეკემბერს ჰიროსიმაში.[1] კიოტო სეიკას უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო ვიდეო თამაშების დეველოპერულ კომპანია Konami-ში.[2] თავდაპირველად მუშაობდა ვიდეო თამაშის „Policenauts“-ის PC-98-ის ვერსიის გამმართველად. მოგვიანებით გახდა კონსოლზე პორტირებული ადრეული თამაშების სამხატვრო დირექტორი, ხოლო შემდგომში „Metal Gear“-ის სერიის პერსონაჟების მთავარი დიზაინერი,[1] ამავე დროს სერიის ყველა ნაწილის სამხატვრო დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2015 წლიდან იკავებს კომპანია Kojima Productions-ის სამხატვრო დირექტორის თანამდებობას.
მასზე გავლენა მოახდინეს ანიმე და მანგა მხატვრებმა, როგორებიც არიან იოშიკაზუ იასუჰიკო და იოშიტაკა ამანო,[3] ასევე დასავლელმა მხატვრებმა: ფრენ მილერი, ობრი ბირდსლი, ჟან ჟირო და ვილი პოგანი.[3] შინიკავა გამოიყენებს ფლომასტერებს, განსაკუთრებით Pentel Brush Pen-ს, აგრეთვე Adobe Photoshop-სა და Corel Painter-ს.[2]
ვიდეო თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | სათაური | მოვალეობა |
|---|---|---|
| 1994 | „Policenauts“ | მექანიკის დიზაინერი |
| 1998 | „Metal Gear Solid“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი |
| 2000 | „Metal Gear: Ghost Babel | ილუსტრატორი |
| 2001 | „Zone of the Enders“ | მექანიკის დიზაინერი |
| „Metal Gear Solid 2: Sons of Liberty“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი | |
| 2003 | „Zone of the Enders: The 2nd Runner“ | სამხატვრო დირექტორი, მექანიკის დიზაინერი |
| 2004 | „Fu-un Shinsengumi“ | ილუსტრატორი |
| „Metal Gear Solid 3: Snake Eater“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი | |
| 2005 | „Fu-un Bakumatsu-den“ | ილუსტრატორი |
| 2006 | „Metal Gear Solid: Portable Ops“ | პერსონაჟების დიზაინერი |
| 2008 | „Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი |
| 2010 | „Metal Gear Solid: Peace Walker“ | |
| 2013 | „Metal Gear Rising: Revengeance“ | პერსონაჟების კონცეპტ-დიზაინი |
| 2014 | „Metal Gear Solid V: Ground Zeroes“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი |
| 2015 | „Metal Gear Solid V: The Phantom Pain“ | |
| 2017 | „Call of Duty: Black Ops III - Zombies Chronicles“ | ილუსტრატორი |
| 2019 | „Left Alive“ | პერსონაჟების დიზაინერი[4] |
| „Death Stranding“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი | |
| 2025 | „Death Stranding 2: On the Beach“ |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იოჯი შინიკავა“ ვიკისაწყობში.- იოჯი შინიკავა საიტზე MobyGames
- იოჯი შინიკავა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „The Art of Metal Gear Solid“
- „The Art of Metal Gear Solid 2“
- „The Art of Metal Gear Solid 1.5“
- „The Art of Metal Gear Solid: The Original Trilogy“
- „Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots: Master Art Work“
- „Metal Gear Solid: Peace Walker: Official Art Works“
- „The Art of Metal Gear Solid V“
- „Visual Works of Anubis: Zone of the Enders“
- „The Art of Yoji Shinkawa Volumes 1-3“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Cook, Dave. (23 April 2013) The art of Metal Gear: Yoji Shinkawa's visual legacy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2019. ციტირების თარიღი: 3 November 2019
- 1 2 Shinkawa, Yōji (1999). The art of metal gear solid.. Tokyo: Konami. ISBN 4797309504. OCLC 675249617.
- 1 2 Shinkawa, Yoji. Yoji Shinkawa Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2019.
- ↑ Romano, Sal. (19 სექტემბერი, 2017) Square Enix announces survival action shooter Left Alive for PS4, PC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 21 სექტემბერი, 2017.