იოვან ცვიიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოვან ცვიიჩი
Јован Цвијић, географ (1865-1927).jpg
დაბ. თარიღი 11 (23) სექტემბერი 1865
დაბ. ადგილი ლოზნიცა, სერბეთის სამთავრო
გარდ. თარიღი 16 იანვარი 1927(1927-01-16)[1] (61 წელი) ან 9 იანვარი 1927(1927-01-09)[2] (61 წელი)
გარდ. ადგილი ბელგრადი, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო
დასაფლავებულია Belgrade New Cemetery
მოქალაქეობა სერბეთის სამეფო
სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო
სერბეთის სამთავრო
ეროვნება სერბები
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
მუშაობის ადგილი ბელგრადის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბელგრადის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
ჯილდოები სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ოქროს მედალი და კალუმის გეოგრაფიული მედალი

იოვან ცვიიჩი (სერბ. Јован Цвијић; დ. 11 ოქტომბერი 1865, ლოზნიცა, სერბეთი — გ. 16 იანვარი 1927, ბელგრადი) — სერბი გეოგრაფი, ეთნოგრაფი და გეოლოგი. სერბეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი. 1893 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. 1894 წელს ქალაქ ბელგრადში დააარსა გეოგრაფიის ინსტიტუტი. იკვლევდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის გეომორფოლოგიურ და გეოლოგიურ საკითხებს, კერძოდ, კარსტსა და მეოთხეულ გამყინვარებას, აგრეთვე ლანდშაფტებსა და მოსახლეობას. მიჩნეულია ბალკანისტიკის როგორც მეცნიერული მიმართულების ფუძემდებლად. შეისწავლა მთის მასივი კუჩაი და ერთ-ერთი მღვიმე; შედეგად ვენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია, რომელიც მოგვიანებით მონოგრაფიის სახით გამოიცა. იოვან ცვიიჩი კასტროლოგიის ფუძემდებელი და სერბულ ეთნოგრაფიაში ანთროპოგეოგრაფიული მიმართულების მამამთავარია.

მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევები განზოგადებულია შრომებში: „ბალკანეთის ნახევარკუნძული“ (ფრანგულ ენაზე, 1918, სერბულ ენაზე, ტ. 1-2, 1922). გარდა ამისა, ცვიიჩი სერბეთში გეოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებელია.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Das Karstphänomen, W., 1893;
  • Grundlinien der Geographie und Geologie von Mazedonien und Altserbien, Tl I, Gotha, 1908;
  • Bildung und Dislozierung der Dinarischen Rumpffläche, "Petermanns Mitteilungen", 1909, Bd 55, Tl 6—8;
  • Геоморфологиja, књ. 1—2, Београд, 1924—26.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]