ზემო საქსონიის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საიმპერიო ოლქების რუკა XVI საუკუნის დასაწყისში. ზემო საქსონიის ოლქი გამოყოფილია ვარდისფრად

ზემო საქსონიის ოლქი (გერმ. Obersächsischer Reichskreis) — საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთი საიმპერიო ოლქი.

ზემო საქსონიის ოლქი შეიქმნა 1512 წელს და მოიცავდა შუა და ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიებს. ოლქის მართვის ორგანოებში სრულიად დომინირებდა საქსონიის კურფიურსტი.