შინაარსზე გადასვლა

იოახიმი (პრუსიის პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცი იოახიმი
მშობლიური სახელი Joachim Prinz von Preußen
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი, 1890
პოტსდამი, პრუსიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 18 ივლისი, 1920 (29 წლის)
პოტსდამი, პრუსიის სამეფო
მეუღლე(ები) მარია ავგუსტა ანჰალტელი
შვილ(ებ)ი კარლ ფრანცი
მშობლები მამა: ვილჰელმ II
დედა: ავგუსტა ვიქტორია

პრინცი იოახიმ ფრანც ჰუმბერტი (გერმ. Joachim Prinz von Preußen; დ. 17 დეკემბერი, 1890 — გ. 18 ივლისი, 1920) — გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის და ჰერცოგინია ავგუსტა ვიქტორიას უმცროსი ვაჟი.

1916 წლის აღდგომის აჯანყების დროს დუბლინში, ზოგერთ ირალნდიელ რესპუბლიკელს დამოუკიდებელი ირლანდიის ტახტზე პრინცი იოახიმის ხილვა სურდათ.[1][2]

მას შემდეგ, რაც 1917 წლის რუსეთის რევოლუციას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა, იოახიმი მცირე ხნით განიხილებოდა საქართველოს მეფის კანდიდატად გერმანიელი დელეგატ ფრედერიხ ვერნერის და ქართველი როიალისტების მიერ.[3]

1916 წლის 11 მარტს პრინცი იოახიმი დაქორწინდა პრინცესა მარია ავგუსტზე, რომელიც ანჰალტის ჰერცოგ ედუარდის და პრინცესა ლუისის ქალიშვილი იყო.[4] წყვილს შეეძინათ ერთი ვაჟი პრინცი კარლ ფრანც იოსეფ ვილჰელმ ფრედერიხ ედუარდ პაული.

მამამისი გადადგომის შემდეგ, იოახიმი უსიტყოვდ დათანხმდა მის სტატუსს, როგორც მდაბიო წარმოშობის ადამიანი და ჩავარდა დეპრესიაში, საბოლოოდ კი 1920 წლის 18 ივლისს თავი თვითმკვლელობით დაასრულა. ამის მიზეზად ფინანსურ კრიზისს და ცოლთან გაშორებას ასახელებენ.[5][5].[6]

  1. Referred to on page 324 in 'Daisy, Princess of Pless' ed. Desmond Chapman-Huston, Murray, London 1928, ASIN: B00086RUJU
  2. "Desmond's Rising; Memoirs 1913 to Easter 1916" by Desmond FitzGerald; Liberties Press, Dublin 1968 and 2006; p.143.
  3. (ფრანგული) Georges Mamoulia (2006), "Le Caucase dans les plans stratégiques de l’Allemagne (1941-1945)". Centre d'études d'histoire de la defense 29: 53
  4. "Prince Joachim Married", The New York Times (Amsterdam), 12 March 1916, http://query.nytimes.com/gst/abstract.html?res=9406E2DE1439E233A25751C1A9659C946796D6CF&scp=7&sq=%22Duchess+of+Anhalt%22&st=p
  5. 5.0 5.1 "Kaiser's Youngest Son, Joachim Shoots Himself", The New York Times (Berlin), 18 July 1920, http://query.nytimes.com/gst/abstract.html?res=9B01E2DA1131E433A2575AC1A9619C946195D6CF&scp=25&sq=anhalt+princess&st=p
  6. "Two of ex-Kaiser's Sons Bring Suits For Divorce", The New York Times (Paris), 8 January 1920, http://query.nytimes.com/gst/abstract.html?res=9404E5DB153EE433A2575BC0A9679C946195D6CF&scp=9&sq=prince+joachim+divorce&st=p