ილია ხერხეულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ილია მიხეილის ძე ხერხეულიძე (დ. 20 ივლისი, 1879 — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი სამხედრო პირი, პოდპოლკოვნიკი (1918).

წარმომავლობით თბილისის გუბერნიის თავადთა ოჯახიდან. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. სხვადასხვა დროს მსახურობდა კიშინოვის 207-ე სარეზერვო ქვეით, მინსკის 54-ე ქვეით, ბალტინის 250-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). ომის ბოლოს იყო ბალტინის 250-ე ქვეით პოლკის კაპიტანი. 1915 წელს ბრძოლის ველზე დაიღუპა მისი ორი ოფიცერი ძმა: შტაბს-კაპიტანი გიორგი და პოდპორუჩიკი მიხეილი, ასევე სიძე (დის ქმარი) — იასონ ახვლედიანი. ფრონტის მოშლის შემდეგ, 1917 წელს ილია ხერხეულიძე ყარსიდან თბილისში დაბრუნდა. 1918 წლიდან იყო საქართველოს ჯარის პოდპოლკოვნიკი. თავი გამოიჩინა 1918 წლის დეკემბრის ომში სომხეთთან, როდესაც მონაწილეობდა ახალქალაქის მაზრის დაცვაში. 1919 წლის სექტემბერში დაითხოვეს ქვეითი ჯარის თადარიგში. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. იმავე წლის სექტემბერში დახვრიტეს. ცოლად ჰყავდა მარია კონიუხოვა. მათი შვილი ირაკლი (დ. 1908 — გ. 1978) იყო ინჟინერი-ჰიდროტექნიკოსი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას III და წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენებით (ორივე 1916).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი) : ავტორეფ... ისტ. მეცნ. კანდ. 07.00.01 / არჩილ ჩაჩხიანი ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. - თბ., 2006.