იბრაჰიმ ისფაჰანლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იბრაჰიმ ისფაჰანლი
დაბ. სახელი იბრაჰიმ ისფაჰანლი
დაბ. თარიღი 1887
გარდ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1967(1967-10-10)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

იბრაჰიმ ისფაჰანლი (აზერ. İbrahim İsfahanlı; დ. 1887, ტფილისი — გ. 10 ოქტომბერი, 1967, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სს რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1931).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი თბილისში, რომელშიც ცხოვრობდა ისფაჰანლი

ნამდვილი სახელი — იბრაჰიმ ჰუსეინ–ოღლუ უსეინზადე, ისფაჰანლი — ფსევდონიმია.

მას მამა ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგ დაიწყო ფეხსაცმლის საქმის შესწავლა. წერა-კითხვა დედამ — მოლა მასმიმ (ლოქჯანდარის სოფლის მკვიდრი, დღევანდელი დმანისის რაიონი) ასწავლა.

ჯერ კიდევ ბავშვობაში, ზუბალაშვილების სახალხო სახლში, როდესაც იგი ესწრებოდა თვითნასწავლი — აზერბაიჯანელი მსახიობების სპექტაკლებს, მას შეუყვარდა თეატრი. 1909 წელს იბრაჰიმმა ითამაშა თავის პირველ სპექტაკლში — ოფიცრის მეუღლე. იგი თამაშობდა მოხეტიალე აზერბაიჯანულ ტრუპებში. გასტროლებზე იმყოფებოდა ირანში (1916), თურქეთში (1918–1919, 1922).

დრამატურგების ნარიმან ნარიმანოვის, აბდურაჰიმ ჰაგვერდიევისა და ცნობილი მსახიობების გ.არაბლინსკის, სითგი რუჰულის ხელშეწყობით იქცა აზერბაიჯანული ეროვნული თეატრის მსხვილ მოღვაწედ.

1921 წლიდან დგავდა სპექტაკლებს, როგორც რეჟისორი, ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანულ თეატრს თბილისში (1926–1928 — მთავარი რეჟისორი). 1928 წლის ოქტომბერში გადავიდა ბაქოს აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატულ თეატრში. როლებიდან აღსანიშნავის: იაგო, ოტელო, ჰამლეტი (უილიამ შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“), ფრანც მოორი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), ჯაფარი (ჯაფარ ჯაბარლი ს „ცეცხლის საცოლე“), ანზორი (სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“). 1930 წლის იანვარში თავისი ძველი კოლეგების დაჟინებული თხოვნით იგი დაბრუნდა თბილისში.

1934 წელს სსრკს სახელმწიფო დონეზე მიიღო მხარდაჭერა საკოლმეურნეო თეატრებმა და ისფაჰანლიმ დაიწყო ადიგიუნის საკოლმეურნეო თეატრის ხელმძღვანელობა (აზერბაიჯანის სსრკ რესპუბლიკის საათლის რაიონის „ადიგიუნის“ კოლმეურნეობა), სადაც მან იღვაწა 1934-1936 წლებში. 1936 წლიდან იგი კვლავ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში.

ორი წლით (1947-1949) იგი გაემგზავრა აზერბაიჯანში, იგი იყო ზაქათალის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი (1947 წლის ივნისიდან) და ყაზახის (1948 წლის მაისიდან). მათი დახურვის შემდეგ 1949 წელს, კვლავ დაბრუნდა თბილისში, ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეებს დმანისში, მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის აზერბაიჯანული ესტრადის ანსამბლში.

დაკრძალულია თბილისში, ძველ მუსულმანურ სასაფლაოზე (დღეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია).

როგორც რეჟისორმა მან 40-ზე მეტი სპექტაკლი დადგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]