აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი
Hagverdiyev.jpg
დაბ. თარიღი 17 მაისი 1870(1870-05-17)
დაბ. ადგილი შუშა
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი 1933(1933-12-17) (63 წელი)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია ბაქო და საპატიო ხეივანი
საქმიანობა ენათმეცნიერი, მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და პოლიტიკოსი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1936–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი დრამა, ტრაგედია და კომედია

აბდურაჰიმ ბეგ ასად ბეგ-ოღლუ ჰაგვერდიევი (დ. 17 მაისი, 1870 ქ. შუშა ― გ. 12 დეკემბერი, 1933) — აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1928).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, 1899-იდან შეუდგა პედაგოგიურ, ლიტერატურულ და თეატრალურ მოღვაწეობას ბაქოში. იყო აზერბაიჯანის თეატრის კომისარი. მის მხატვრულ შემოქმედებაში აისახა ახალი ცხოვრების მშენებლობა სოფლად, აკრიტიკებდა წარსულის გადმონაშთებს, ბურჟუაზიულ წყობილებას, პროპაგანდას უწევდა საბჭოთა ხელისუფლებას. ტრაგედიაში „დანგრეული ბუდეები“ (1896) ასახა XIX საუკუნის მიწერულის თავადაზნაურული ფენის სოციალური კრიზისი. პიესაში „უბედური ახალგაზრდა“ (1900), პირველად აზერბაიჯანულ ლიტერატურაში, გამოიყვანა პატრიარქალურ-ფეოდალურ სამყაროსთან მებრძოლი დემოკრატიულ გმირი. 1906-იდან აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „მოლა ნასრედინში“, აქვეყნებდა მოთხრობებს, სტატიებს, ფელეტონებს. ეკუთვნის ნარკვევი „აზერბაიჯანის თეატრის ისტორიიდან“ (1924), მონოგრაფია „მ. ფ. ახუნდოვის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (1928). ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]