თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი (აზერ. Tiflis Azərbaycan Teatrı) — აზერბაიჯანული დრამატული თეატრი თბილისში, გორგასალის ქ. №1-ში.[1]

თეატრს საფუძვლები ჩაეყარა 1909 წელს ქარავან-სარაის შენობაში, რომელიც ეკუთვნოდა თბილისელ ვაჭარს ხაჯი-ხაშიმს, არაპროფესიონალი მსახიობების ჯგუფის მიერ ჟ. ბ. მოლიერის პიესის „ექიმი შეუცვლელად“ მიხედვით დადგმით, ადაპტირებული თურქულ ენაზე და რეჟისორ მირზაჰან კულიევის სარეჟისორო დადგმით, რომელმაც ამ დადგმაში ასევე შეასრულა მთავარი როლი (ექიმის/მკურნალის).

ხაჯი - ხაშიმ მარდანოვი — აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის სახალხო არტისტის მუსტაფა მარდანოვის მამა, რომელმაც, სპექტაკლის წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ აჩუქა ზემოაღნიშნული შენობა თურქულ-დრამატულ თეატრს. მირზაჰან კულიევი / კული-ზადე/ - მეფის მმართველობის დროს თბილისელი მუსულმან-შიითების სატრაურო და რელიგიური პროცესიების ორგანიზატორი, შემდგომ ამ თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი.

1922 წლიდან თეატრმა მიიღო სახელმწიფო თეატრის სტატუსი და ოფიციალურად მას ეწოდა თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამის თეატრი. თეატრში შეიქმნა ორი დასი. ერთი მირ-სეიფედინ ქირმანშაჰლის და მეორე, მირზა- ხან კულიევის ხელმძღვანელობით. თეატრი იქცა თავისებური სამჭედლო როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე საზღვარგარეთის აღმოსავლეთის მსახიობებისათვის. ამ თეატრის კედლებში აღიზარდნენ და მიიღეს გამოცდილება მსახიობების მთელმა პლეადებმა: იბრაჰიმ ისფაჰანლიმ, ალექპერ სეიფიმ, ალი ყურბანოვმა, მირზა ალი აბასოვმა, აშრაფ იუზბაშევმა, მოჰსუნ სანანიმ, ისმაილ ჰაგიმ, ულვი რაჯაბმა, ალი-აქბერ შახსაბახლიმ, პამფილია ტანაილიდიმ და მრავალმა სხვამ.

თეატრმა, თავისი თავდაუზოგავი უამრავი საქველმოქმედო საქმიანობებში მოღვაწეობით, რომელთა რიცხვში ასევე იყო ვოლგისპირეთის მშიერი მოსახლეობის დახმარებაც, თავი გამოიჩინა. დიდი სამამულო ომის დროს თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრის მსახიობები უამრავჯერ მიემგზავრებოდნენ ფრონტის ხაზზე და იქ მართავდნენ წარმოდგენებს ჯარისკაცების წინაშე.

თეატრი დაიხურა 1947 წელს და ხელახლა გაიხსნა 1998 წელს. პოსტ საბჭოთა პერიოდში ორი სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი მეზობელი ქვეყნის აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების დახმარებით აღდგენილ იქნა თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული თეატრი. 2004 წელს მას სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა.[2]

აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ამ დრომდე არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც აუცილებელი გახდა ახლის აშენება. თეატრის ახალი შენობა საელჩოს გვერდით, ვახტანგ გორგასლის 25 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]