თხოთის მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თხოთის მთა
ნინოწმინდის ეკლესია თხოთის მთაზე
ნინოწმინდის ეკლესია თხოთის მთაზე
კოორდინატები: 41°53′48″ ჩ. გ. 44°32′02″ ა. გ. / 41.89667° ჩ. გ. 44.53389° ა. გ. / 41.89667; 44.53389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული კასპის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 845 
ქედი კვერნაქები
თხოთის მთა — საქართველო
თხოთის მთა
თხოთის მთა — შიდა ქართლი
თხოთის მთა
სურათები ვიკისაწყობში

თხოთის მთამთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კვერნაქების (კვერნაქის ქედი) ერთ-ერთ მონაკვეთზე, რეხულისა და ქსნის ხეობებს შორის და ერთმანეთისგან ყოფს მუხრანის ველსა და მტკვრისპირა ვაკეს — აშურიანს; სიმაღლე ზღვის დონიდან 845 მეტრამდე.

ისტორიულად თხოთის მთაზე მდებარეობდა კასპისკენ გადასასვლელი. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ და ლეონტი მროველის მატიანეს მიხედვით, მცხეთაში წმინდა ნინოს მოღვაწეობის დროს, მუხრანისკენ სანადიროდ წასულ მეფე მირიანს თხოთის მთაზე მზე დაუბნელდა და გზა ვეღარ გაიგნო. მირიანმა თავდაპირველად თავის ღმერთებს მიმართა; შველა რომ ვერ მიიღო, ნინოს ღმერთს შეევედრა ხსნას. მართლაც, მაშინვე განათდა და მეფემ იწამა ქრისტე. მცხეთელთა მონათვლის შემდეგ წმინდა ნაძვის ხისაგან გამოთლილი სამი ჯვარი აღმართეს თხოთის მთაზე, ქალაქ უჯარმასა და იმ ბორცვზე, სადაც ახლა მცხეთის ჯვრის მონასტერია. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „თხოთის მთასა ზედა მოიქცა მეფე მირიან ქრისტიანედ. აწ არს მუნ ნიში ჯუარისა, რომელი აღმართა წმიდამან ნინომ, სუეტისაგან გამოკუეთილი“. თხოთის მთაზე შემორჩენილია VII–VIII საუკუნეების ჯვრის ფორმის წმინდა ნინოს ეკლესია — აღაიანის ნინოწმინდის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]