შინაარსზე გადასვლა

თულქითეფეს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თულქითეფეს ბრძოლა — ბრძოლა ქართლ-კახეთის ჯარსა და შაქის სახანოს ლაშქარს შორის თულქითეფეს ველზე, ყაზახ-შამშადილის საზღვარზე (ახლანდელი აზერბაიჯანი). 1752 წელს განჯის ბრძოლაში ქართლ-კახეთის ლაშქრის დამარცხებამ მნიშვნელოვნად შეარყია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გავლენა და ავტორიტეტი ამიერკავკასიაში. ამით ისარგებლეს ქართლ-კახეთის ვასალურმა სახანოებმა (შამშადილუ, ყაზახ-ბორჩალო, ბაიდარი და სხვ.) და შაქის მხარეზე გადავიდნენ, რომელმაც ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა. ქართველებმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს საკუთარი ძალებისა და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული ჯარის დახმარებით 1 სექტემბერს თულქითეფეს ბრძოლაში მტერი დაამარცხეს. ამ ბრძოლის შემდეგ ქართველთა გავლენა განჯისა და ერევნის სახანოებზე აღდგა, ხოლო ავტორიტეტი ამიერკავკასიაში ისევ გაიზარდა.

  • ნარსია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 118.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973