შინაარსზე გადასვლა

განჯის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განჯის ბრძოლა 1752, ქართლისა და კახეთის მეფეების თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ბრძოლა ნუხის ხან აჯი-ჩალაბის წინააღმდეგ 28 მარტს. აჯი-ჩალაბის დამპყრობლური პოლიტიკით შევიწროებულმა განჯის, ყარაბაღისა და ყარადალის ხანებმა დახმარებისათვის მიმართეს ქართველ მეფეებს. ნუხაზე სალაშქროდ მიმავალ ქართველებს გზაში შეუერთდა ბორჩალოს, დაღესტნელთა, ყაზახელთა, ერევნელთა, განჯელთა და ყარადაღელთა ლაშქარი. გაერთიანებული ლაშქარი წყალდიდობის გამო ალაზანზე ვერ გადავიდა და ლაშქრობა ჩაიშალა. ამასობაში ხანებმა ქართველ მეფეებს უღალატეს. თეიმურაზ II-მ ისინი დააპატიმრა და განჯისკენ დაიძრა, რომ იქ თავისი კაცი დაესვა. განჯელებმა ციხის კარი დაკეტეს და დასახმარებლად აჯი-ჩალაბს მიმართეს.

ბრძოლა, რომელიც განჯის ახლოს გაიმართა, დილიდან საღამომდე გაგრძელდა და ქართველთა ლაშქრის დამარცხებით დამთავრდა.

  • მეგრელიძე დ., ქსე, ტ. 2, გვ. 691-692, თბ., 1977