თუთუბო (გვარი)
თუთუბო | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Rhus coriaria | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Rhus L., 1753 | ||||||||||||||
|
თუთუბო (ლათ. Rhus) — ფოთოლმცვივანი, იშვიათად მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა. აქვს პატარა ერთ- ან ორსქესიანი ყვავილი, წითელი კურკიანა ნაყოფი.
გვარის 150-მდე სახეობა გავრცელებულია სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ტროპიკული ჰავის ზონებში. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული თუთუბოს ერთი სახეობა Rhus coriaria, რომელიც ველურად იზრდება. თუთუბო პატარა ხე ან ბუჩქია.
გვხვდება ზღვის დონიდან 1000 მ-მდე, მშრალ ქვიან ფერდობებზე და გამეჩხერებულ ბუჩქნარებში. მისი ფოთლები და ნორჩი ყლორტი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ფოთლების, ღეროს ქერქისა და ნაყოფისაგან მიიღება სხვადასხვა ფერის საღებავი.
ნაყოფს მომჟავო გემო აქვს და საჭმლის საკაზმად იხმარება. მრავლდება თესლით და ფესვის ამონაყარით. თუთუბოს ზოგიერთი სახეობის მერქანი, ფოთოლი და ნაყოფი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. საქართველოში კულტივირებულია რამდენიმე უცხოური სახეობა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 7.