თოლენჯის ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
თოლენჯის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თოლენჯის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, მთის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,1x4,5 მეტრი). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთ ნახევარი და დასავლეთ კედლის ნაწილი (სიმაღლე 1,8 მეტრი). აფსიდის შემორჩენილ ნაწილში სწორკუთხა ნიშია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 386.