თეოდორ ჰერცლი
თეოდორ ჰერცლი (ებრ. בנימין זאב הרצל (ბინიამინ ზეევ ჰერცლი); დ. 2 მაისი, 1860, — გ. 3 ივლისი, 1904) — უნგრელი ჟურნალისტი, თანამედროვე პოლიტიკური სიონიზმის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერცლი დაიბადა ბუდაპეშტში, უნგრეთის სამეფოში, ებრაულ ოჯახში, რომელიც ზემუნიდან იყო (მაშინდელი უნგრეთის სამეფო, დღეს — სერბეთი). 18 წლის ასაკში ჰერცლი ოჯახთან ერთად ვენაში (ავსტრია-უნგრეთი) გადავიდა. აქ ჰერცლი სამართალს სწავლობდა, თუმცა გატაცებული იყო ჟურნალისტიკითა და ლიტერატურით. იგი მუშაობდა Neue Freie Presse-ეს ჟურნალისტად პარიზში, ლონდონსა და სტამბოლში. შემდგომ გახდა ამავე გაზეთის ლიტერატურული რედაქტორი და დაწერა რამდენიმე დრამა ვენეციის თეატრისთვის.
1896 წელს ჰერცელმა გამოაქვეყნა წიგნი „ებრაული სახელმწიფო“ (გერმ. Der Judenstaat). ამ წიგნში ჰერცელმა ებრაელების პრობლემის პრაქტიკული მოგვარების მეთოდი განსაზღვრა. ეს წიგნი გახდა საფუძველი „პოლიტიკურ სიონიზმის“, რომლის მიხედვით ჯერ მისაღები იყო საერთაშორისო აღიარება ფაქტის, რომ ებრაელების ქვეყანა იყო ერეც ისრაელი და მხოლოდ მას შემდეგ უნდა მომხდარიყო ებრაელების დასახლება პალესტინაში. ეს იდეა ეწინააღმდეგებოდა მენახემ უსიშკინის „პრაქტიკულ სიონიზმს“, რომელიც პალესტინის ებრაელებით დასახლებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ქადაგებდა.
ჰერცლს ეკუთვნის კიდევ ერთი უტოპიური თხზულება -რომანი, „ალტნოილენდი“ (გერმ. Altneuland) (ახალი ძველი მიწა). ამ წიგნში მისი თქმით პალესტინაში მცხოვრები არაბები გახდებოდნენ ებრაული ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა მას არ განუსაზღვრავს, რომ არაბები ებრაული მოძრაობის წინააღმდეგ გამოვიდოდნენ. ამ პერიოდში არ იყო ჩამოყალიბებული ძლიერი არაბული ნაციონალური მოძრაობა.
პირველი სიონისტური კონგრესი და სიონისტური ინსტიტუტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897 ჰერცელმა შეკრიბა პირველი სიონისტური ორგანიზაციები მსოფლიო სიონისტურ კონგრესზე ბაზელში, შვეიცარია. კონგრესის მიზნი იყო ხოვევეი სიონის თანამშრომლობის ქარტიის მიღება. აქ წარმოთქვა ჰერცელმა მისი განთქმული სიტყვა, სადაც პირველად მოიხსენია სიტყვა სიონიზმი. მასვე ეკუთვნის ფრაზა: „ბაზელში დავაარსე ებრაელების სახელმწიფო“. ამ კონგრესში ასევე დაარსდა მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია, რომელსაც ჰერცლის იდეები უნდა განეხორციელებინა.
თეოდორ ჰერცლის ბიოგრაფიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფალკი, ავნერი (1993). Herzl, King of the Jews: A Psychoanalytic Biography of Theodor Herzl. Washington: University Press of America. ISBN 0819189251.
- ელონი, ამოსი (1975). Herzl. New York: Holt, Rinehart and Winston. ISBN 003013126X. Amos Elon has also written The Israelis: Founders and Sons, and Jerusalem: City of Mirrors. His biography of Herzl is also a portrait of Europe at the end of the 19th century.
- Alex Bein (1934) Theodor Herzl; Biographie. mit 63 Bildern und einer Ahnentafel. (გერმანული)
- Alex Bein, Maurice Samuel (translator), (1941) Theodor Herzl: A Biography of the Founder of the Modern Zionism
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თეოდორ ჰერცლი“ ვიკისაწყობში.
- თეოდორ ჰერცლი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- თეოდორ ჰერცლი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- თეოდორ ჰერცლი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- On Herzl's Diaries, Shlomo Avineri
- Original Letters and Primary Sources from Theodor Herzl დაარქივებული 2012-05-27 საიტზე Wayback Machine. Shapell Manuscript Foundation
- About Israel - Herzl Now დაარქივებული 2013-10-05 საიტზე Wayback Machine.
- Works by Herzl in German დაარქივებული 2006-11-05 საიტზე Wayback Machine. from the elib/www/wiki/ eLibrary Austria Project (eLib Austria) დაარქივებული 2007-01-29 საიტზე Wayback Machine.