თენგიზ აკოფაშვილი
იერსახე
თენგიზ აკოფაშვილი (დ. 26 მაისი, 1968 — გ. 3 ნოემბერი, 1992) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თენგიზ აკოფაშვილი დაიბადა სოფელ არალში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ სწავლა განაგრძო ახალციხის საფერშლო სასწავლებელში. 1992 წლის სექტემბერში გაწვეული იყო 22-ე ბრიგადაში, მსახურობდა საარტილერიო დივიზიონში. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს, სოხუმის რაიონის სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბ., 2004, გვ. 44.