თარგი:დღის მოვლენები:11-3
Jump to navigation
Jump to search
1793 : ფრანგ დრამატურგს, ჟურნალისტსა და აქტიურ ფემინისტ ოლიმპია დე გუჟს რევოლუციური იდეებისთვის გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.
1911 : შევროლე ავტომანქანების წარმოებას იწყებს და ფორდის მთავარი კონკურენტი ხდება.
1918 : ავსტრია-უნგრეთი ანტანტის ქვეყნებთან ზავს დებს; ჰაბსბურგის იმპერია იშლება.
1928 : თურქეთი არაბულიდან ლათინურ დამწერლობაზე გადადის.
1957 : საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე სპუტნიკ 2 გაუშვა, რომლის ბორტზე იმყოფებოდა ძაღლი ლაიკა (სურათზე), პირველი ცხოველი კოსმოსში.
1973 : ნასა კოსმოსში უშვებს მარინერ 10-ს — პირველი ხელოვნური აპარატი, რომელმაც პლანეტა მერკურს მიაღწია.
1986 : ირან-კონტრას სკანდალი — ლიბანური ჟურნალი აქვეყნებს მასალას აშშ-ის მიერ ირანისთვის იარაღის საიდუმლოდ მიყიდვის შესახებ, ბეირუთში ამერიკელი მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ.